მაგელანის დიდი ნისლეული

(გადამისამართდა გვერდიდან მაგელანის დიდი ღრუბელი)

მაგელანის დიდი ნისლეულიჩვენი გალაქტიკის პატარა თანამგზავრი გალაქტიკა, რომელიც ირმის ნახტომის გარშემო ბრუნავს. ის გადაჭიმულია 14 000 სინათლის წლის მანძილზე. ეს კი არ არის საკმარისი ზომა იმისათვის, რომ მან სპირალური მკლავების ფორმირება შეძლოს. შესაბამისად, მას უსწორმასწორო სტრუქტურა გააჩნია. ის ოქროს თევზისა და მაგიდა მთის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ხოლო ზომით მაგელანის დიდი ნისლეული ირმის ნახტომის 1/10-ია, ხოლო მასით 1/100. ის ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან დაშორებულია 160 000 სინათლის წლის მანძილზე.

მაგელანის დიდი ნისლეული

ხილულ დიაპაზონში, მხოლოდ გალაქტიკის ბარი ანათებს კაშკაშად. ის სამხრეთ ნახევარსფეროდანაც კი შეიძლება დავინახოთ შეუიარაღებელი თვალით. მაგელანის დიდი ნისლეული ღამის ცაზე მოჩანს შედარებით მკრთალი მაგელანის პატარა ნისლეულთან ერთად. „მაგელანის ნისლეულები“ პორტუგალიელი მკვლევარის - ფერნანდო მაგელანის სახელს ატარებენ. მეცნიერისა, რომელმაც თავისი მგზავრობის დროს შენიშნა ეს ორი ობიექტი. ეს იყო 1519 წელი.

„ამ გალაქტიკების შესწავლა ირმის ნახტომს გარეთ ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები გალატიკების ევოლუციაზე დიდ გავლენას ახდენენ. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევიცნობთ ამ ვარსკვლავების ისტორიას, რომლებიც შემდეგ უამრავ კითხვას გალაქტიკების სიცოცხლის ციკლის შესახებ უპასუხებენ.“ — ამბობს მარგარეტ მექსნერი, ასტრონომი ბალტიმორიდან.

მაგელანის დიდი ნისლეული ჩვენი გალაქტიკის ყველაზე დიდი თანამგზავრია, ხოლო სიდიდით მეოთხეა ადგილობრივ ჯგუფში (ირმის ნახტომის, ანდრომედას გალაქტიკის და სამკუთხედი გალაქტიკის შემდეგ). მისი პატარა ზომა ნიშნავს იმას, რომ მატერიის შედგენილობა შედარებით დიდი გალაქტიკებისგან ოდნავ განსხვავდება. ეს განსხვავება მძიმე ელემენტების არასაკმარისი რაოდენობაა, როგორიცაა ნახშირბადი და ჟანგბადი. ეს ვარსკლავების დაბადებასა და სიკვდილს ანელებს, რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევს ისეთი გარემო დაინახონ, სადაც ვარსკვლავები 2 მილიარდი წლის წინ ფორმირდებოდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება