მაგდა ანიკაშვილი
მაგდალინა (მაგდა) ანიკაშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008–2012 წლებში.
მაგდა ანიკაშვილი | |
---|---|
დაბ. სახელი | მაგდალინა ანიკაშვილი |
დაბადების თარიღი | 24 ოქტომბერი, 1981 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა |
ძირითადი იდეები | ქრისტიან-დემოკრატია |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის წევრი |
შვილ(ებ)ი | 1 |
ბიოგრაფია
რედაქტირება2004 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით კინოჟურნალისტიკა. 2003-2004 წლებში მუშაობდა ტელესამაუწყებლო კომპანია „მეცხრე არხის“, გადაცემა „დილის“ წამყვანად. 2005–2006 წლებში იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი. 2006-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, გადაცემების „ქრონიკისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანად.
2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის მდივანი.
2012 წელს „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ვერ გადალახეს პარლამენტში მოსახვედრად 5% ბარიერი, რის შემდეგაც ანიკაშვილი ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. 2014–2015 წლებში ანიკაშვილი იყო „პირველი არხის“ გასართობ-შემეცნებითი გადაცემის, „მშვიდობით იარაღოს“ ჟურნალისტი. 2015–2019 წლებში ანიკაშვილს „მაესტროზე“ მიჰყავდა გადაცემა „მაესტროს ფაქტორი“. ამჟამად ანიკაშვილი „იმედზე“ მიჰყავს გადაცემა „იმედის ფაქტორი“. [წყარო არ არის მითითებული 1228 დღე]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაგდა ანიკაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მაგდა ანიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)