ლუციუს იულიუს კეისარი (ლათ. Lucius Iulius Caesar; დ. ძვ. წ. 17 — გ. 20 აგვისტო, 2), უმეტესად, ცნობილია, როგორც ლუციუს კეისარიმარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და იულია უფროსის მეორე ვაჟი. დაიბადა ძვ. წ. 17 წელს, 14 ივნისსა და 15 ივლისს შორის სახელით ლუციუს ვიფსანიუს აგრიპა, თუმცა იგი მისმა პაპამ, დედის მხრიდან, რომის იმპერატორმა, ავგუსტუსმა იშვილა და მისი სახელიც ლუციუს იულიუს კეისრით შეიცვალა. მისი დაბადების წელს, ავგუსტუსმა ლუციუსის გარდა მისი ძმაც, გაიუს კეისარიც იშვილა. ის და მისი ძმა აღზარდა და განათლება მისცა პაპამ.

რამდენადაც ის და გაიუსი ავგუსტუსის მემკვიდრეები იყვნენ, მათ იმედის მომცემი სამოქალაქო და სამხედრო კარიერა ჰქონდათ. ლუციუსი ახ. წ. 2 წლის 20 აგვისტოს უეცარი დაავადებით გარდაიცვალა[1] მასილიაში (გალია, დღევანდელი მარსელი, საფრანგეთი), როდესაც ესპანეთში არმიებთან შესახვედრად მიემართებოდა.[2] 18 თვის შემდეგ,[3] 4 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა მისი ძმა, გაიუსიც.[4] ამის გამო, მისი უმცროსი ძმა, აგრიპა პოსტუმუსი, 4 წლის 27 ივნისს ავგუსტუსმა ტიბერიუსთან ერთად იშვილა.[5]

არსებობდა ვარაუდი, რომ ლუციუსის გარდაცვალებასთან ბინძური თამაში იყო დაკავშირებული და რომ მის სიკვდილში ავგუსტუსის ცოლის, ლივიას ხელი ერია. ამ უკანასკნელის შესაძლო მოტივი შეიძლება ყოფილიყო თავისი შვილის, ტიბერიუსისათვის ავგუსტუსის მემკვიდრედ გახდომაში ხელის შეწყობა.[6]

1976 წლის სატელევიზიო სერიალში, მე, კლავდიუსი, ლუციუსის როლი საიმონ მაკკორკინდეილმა შეასრულა.

წინაპრები

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. CIL 10 6638; Dessau 139 (= CIL 11 1420)
  2. Cass. Dio 55.10a.9; Vell. Pat. 2.102.3; Suet. Aug. 65.1; Tac. Ann. 1.3
  3. Suet. Aug. 65.1
  4. Dessau 140 (= CIL 11 1421)
  5. Vell Pat. 2.103-4
  6. Tac. Ann. 1.3; Cass. Dio 55.10a.10