ლუქსორი (ლას-ვეგასი)

ეს სტატია სასტუმროსა და კაზინოს ეხება. ტერმინ ლუქსორის სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ლუქსორი.

ლუქსორი (ინგლ. Luxor; ეწოდება Luxor Las Vegas) — სასტუმრო და კაზინო აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში, ლას-ვეგას-სტრიპზე. წარმოადგენს 30 სართულიან შენობას, რომელსაც მართავს კომპანია MGM Resorts International. აქვს 11,000 მ²-ის ფართობის ტერიტორია, რომელიც კაზინოს სახითაა წარმოდგენილი. აქ თავმოყრილია 2000-ზე მეტი სათამაშო ავტომატი და 87 სათამაშო მაგიდა.[1][2][3] 2008-2009 წლებში ჩატარდა განახლებითი სამუშაოები და ამჟამად შენობას გააჩნია ახალი, მეტად მოდერნიზებული და თანამედროვე დიზაინი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 4400 ოთახს და 422 ნომერს ლუქსის სახით. შენობის სიმაღლეა 107 მეტრი.

ლუქსორი
მდებარეობა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ისტორია
გახსნის თარიღი 1993 წლის 13 ოქტომბერი
სტატისტიკა
ნომრების რაოდენობა 4407
ლუქსის კლასი 422
ფართობი 11,000 მ²
ოფიციალური ვებ-გვერდი
ლუქსორის სხივი.
ხედი სასტუმროზე.

სასტუმროს სახელი ეწოდა ქალაქ ლუქსორის პატივსაცემად.[4] ლუქსორი არის სიდიდით მეორე სასტუმრო ლას-ვეგასში, ხოლო მსოფლიოში მესამე.[5] გაიხსნა 1993 წლის 13 ოქტომბერს. მთლიანობაში სასტუმროს ფართობია 1,900 მ². მოწყობილია ოთხი საცურაო აუზი და ჯაკუზი, საქორწინო სამლოცველო, სამკურნალო ადგილები და სხვ.

შენობის არქიტექტორია ველდონ სიმფსონი, ხოლო დიზაინერი ჩარლზ სილვერმანი.[6] უნიკალური კონსტრუქციის გამო ლუქსორი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ცნობადი სასტუმრო. პირამიდის ფორმისაა, რომელიც შემოსილია ფართობით 11 აკრის შავი ფერის ბრონზის მინებით.[7][8][9] ნომრები განლაგებულია „პირამიდის“ გარე კედლებთან.

ლიფტები დიაგონალზე 39-გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება. სასტუმროში არის აგრეთვე 820,000 მ³ ფართობის ატრიუმი. არსებობს 43 მ სიმაღლის მაღალი ობელისკი და შესასვლელთან არსებული 34 მეტრიანი სფინქსის ქანდაკება.[10] „პირამიდის“ წვერზე მდებარეობს პროჟექტორი, რომლის გაშუქება ზევითკენაა მიმართული და როგორც ამტკიცებენ არის მსოფლიოში ყველაზე კაშკაშა სხივი.[11] გახსნის მომენტიდან, ე.ი. 1993 წლიდან დაწყებული სასტუმრო არაერთხელ გამოჩნდა ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია, მაგალითად, ფილმი „მარსი გვიტევს!“ და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rudd, Denis; Mills, Richard (2010). „Evolution and development of metro-casinos“ (PDF). Journal of Management & Marketing Research: 2.
  2. Howard Stutz (21 April 2010). „MGM aims to adopt a new name“. Las Vegas Review-Journal.
  3. MGM Resorts International. (2010)Luxor Las Vegas Fact Sheet - press kit. Luxor.com. ციტირების თარიღი: 12 November 2010.
  4. „Luxor casino: 30-story pyramid“. Chicago Sun-Times. 26 April 1992. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი 2012.
  5. „Checking In: The World's 10 Largest Hotels & Resorts“. Footwear News. 65: 97. 2009.
  6. Ted Johnson (26 March 1993). „Pyramid Scheme; Designer Bets on Egyptian-Themed Casino“. Los Angeles Times.
  7. Caine, Rachel (2003). „The Best Game in Town“. Texas Monthly: 73. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-11. ციტირების თარიღი: 2012-02-18.
  8. Jessica Seigel (17 October 1993). „A Bit Of Egypt Rises From Desert To Dazzle Las Vegas“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-17. ციტირების თარიღი: 2012-02-18.
  9. „Imagination Runs Wild at Las Vegas Resorts“. The New York Times. 7 November 1993.
  10. Alan Edwards (3 January 1996). „Array of Architectural Wonders Helps Statuemaker Gain Stature“. Deseret News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი 2012.
  11. MGM Mirage. (2009)Property Highlights - Stairway To The Stars. Luxor.com. ციტირების თარიღი: 9 January 2009.