ლუქსემბურგის დაყოფა

1659-1839 წლებში ლუქსემბურგის დაყოფა სამჯერ მოხდა. ამ სამი დაყოფის შედეგად ლუქსემბურგის ტერიტორია 10,700 კმ²-დან 2,586 კმ²-მდე შემცირდა. წართმეული ტერიტორიები დღეს ბელგიის, საფრანგეთის და გერმანიის შემადგენლობაში შედის.

ლუქსემბურგის დაყოფის რუკა.

სამივე მეზობელ ქვეყანას ჰქონდა ლუქსემბურგის ანექსიის მცდელობა ასევე საპირისპიროდ იყო მოძრაობა ისტორიულად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად თუმცა არცერთი დასრულდა წარმატებით.

პირველი დაყოფა

რედაქტირება

ლუქსემბურგის ტერიტორიის პირველი გაყოფა მოხდა 1659 წელს, როდესაც ლუქსემბურგის საჰერცოგო იმყოფებოდა ესპანეთთან პირად კავშირში. პირველი ფრანგულ-ესპანური ომის დროს საფრანგეთმა და ინგლისმა ესპანური ნიდერლანდის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს. პირენეს ზავით საფრანგეთს გადაეცა ლუქსემბურგის ციხე-სიმაგრეები: სტინეი, თონვილი, მონმედი და მათი შემოგარე ტერიტორიები.

საფრანგეთის მიერ, ლუქსემბურგისთვის წართმეული ტერიტორია წარმოადგენდა 1060 კმ²-ს.[1]

მეორე დაყოფა

რედაქტირება

1795 წელს, ფრანგული რევოლუციური ომების დროს, საფრანგეთმა ლუქსემბურგის ანექსია მოახდინა და ფორეს დეპარტამენტად გამოაცხადა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, 1814 წლის პარიზის ხელშეკრულებით ლუქსემბურგი საფრანგეთისგან განთავისუფლდა, თუმცა მისი სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო იმავე წლის ვენის კონგრესზე. კონგრესზე გადაწყდა, რომ ლუქსემბურგის სტატუსი უნდა ყოფილიყო დიდი საჰერცოგო და ორანის დინასტია მიიღებდა ისტორიული ნიდერლანდების ტერიტორიებზე უფლებებს (მათ შორის ლუქსემბურგზეც), თუმცა პრუსიამ ბიტბურგი დასავლეთი საზღვრის გასაძლიერებლად მოითხოვა, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

ამ ცვლილებით ლუქსემბურგმა დაკარგა 2,280 კმ². პრუსიას გადაეცა შემდეგი ქალაქები: ნოიერბურგი, სენ-ვიტი, შლაიდენი და ვაკსვაილერი. მთლიანოვბაში ამ ტერიტორიების მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 50.000 ადამიანს.[1] ეს ტერიტორიები დღეს შედის როგორც გერმანიის ასევე დანიის საზღვრებში, რადგან ეიპენ-მანმედი გერმანიამ ბელგიას 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულებით გადასცა.

მესამე დაყოფა

რედაქტირება

ტერიტორიის ყველაზე დიდი დანაკარგი გამოიწვია ლონდონის ხელშეკრულება 1839 წლის ხელშეკრულებამ. ბელგიის რევოლუციის პერიოდში ლუქსემბურგელები შეუერთდნენ აჯანყებულებს და თითქმის მთლიან დიდ საჰერცოგოზე აიღეს კონტროლი. მოლაპარაკებების შედეგად ლუქსემბურგი ტერიტორია გაიყო ბელგიასა და ნიდერლანდს შორის, რის შედეგადაც ლუქსემბურგმა დაკარგა დასავლეთი ნაწილი. მათ შორის:არლონი, ობანჟი, ბასტონი, დიურბიუი, მარშ-ან-ფამენი, ნიუშატო და ვირტონი. ამ ტერიტორიისგან მოგვიანებით შეიქმნა ბელგიის პროვინცია ლუქსემბურგი. ტერიტორია რაც გადაეცა ბელგიას მთლიანობაში იყო 4,730 კმ.². იმ დროინდელი დიდ საჰერცოგოს 65%. იმ დორს ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა დაახლოებით 175,000 ადამიანი, რაც დღევანდელი ლუქსემბურგის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Calmes, Christian (1989). The Making of a Nation From 1815 to the Present Day. Luxembourg City: Saint-Paul. 
  • Fyffe, Charles Alan (1895). A History of Modern Europe, 1792-1878, Popular. ციტირების თარიღი: 2006-07-20. 
  1. 1.0 1.1 Gardini, Fausto. The Two Luxembourg. Luxembourg American Cultural Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-13. ციტირების თარიღი: 2006-07-20.
  2. Calmes (1989), p. 316