ლუტოსის ბრძოლა
ლუტოსის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
რეკონკისტის ნაწილი | |||
ბრძოლის ადგილი | |||
თარიღი | 794 | ||
მდებარეობა | ასტურია, ესპანეთი | ||
შედეგი | ასტურიის სამეფოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ლუტოსის ბრძოლა — გაიმართა 794 წელს ასტურიის სამეფოს ძალებსა და კორდოვის საამიროს ძალებს შორის. ასტურიის ძალებს მეთაურობდა მეფე ალფონსო II, ხოლო საამიროს ძალებს ძმები აბდ ალ-მალიქ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი და აბდ ალ-ქარიმ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი.
აბდ ალ-ქარიმმა იერიში მიიტანა ალავაზე, ხოლო მისმა ძმამ აბდ ალ-მალიქმა, ასტურიის სამეფოს ცენტრში, ოვიედოზე. მათ გაანადგურეს ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის ფრუელა I სასტიკის მიერ აგებული ეკლესია. უკან დაბრუნებისას მათ კამინო-რეალ-დელ-პუერტე-დე-ლა-მესას ხეობაში დახვდათ ასტურიის ძალები თვით მეფე ალფონსო II-ის მეთაურობით. ასტურიის ჯარი ჩაუსაფრდა მუსულმანთა ჯარს და ლუტოსის მახლობლად გამართული ბრძოლა დასრულდა ასტურიელების გამარჯვებით. მუსლიმთა არმიის უდიდესი ნაწილი განადგურდა. აბდ ალ-მალიქ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი დაიღუპა ბრძოლის ველზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Batalla de Lutos (794) დაარქივებული 2009-12-25 საიტზე Wayback Machine.