ლუჟიცის მთები
ლუჟიცის მთები (ჩეხ. Lužické hory; გერმ. Lausitzer Gebirge) — სუდეტის მთების ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი, გერმანიაში და ჩეხეთში. სიმაღლე 793 მ-მდე (მთა ლაუშე). სიგრძე დაახლოებით 120 კმ. აგებულია გრანიტებითა და ქვიშაქვებით, ზოგან ბაზალტის კონუსური გუმბათებია. უმთავრესად დაბალი სერები და ქედებია, კალთები დანაწევრებულია, მწვერვალები — მოსწორებული. თხემზე გადის ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალგამყოფი. შემოსილია შერეული და წიწვოვანი ტყეებით, მთის მდელოებით.
ლუჟიცის მთები | |
---|---|
ლუჟიცის მთები | |
კოორდინატები: 50°50′56″ ჩ. გ. 14°38′49″ ა. გ. / 50.84889° ჩ. გ. 14.64694° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი გერმანია |
უმაღლესი წერტილი | ლაუშე |
სიმაღლე | 793 მ |
სიგრძე | 120 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლუჟიცის მთები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)