ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩა
ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩა — ქუჩა საბურთალოს რაიონში (საბურთალო). მდებარეობდა ჟიული შარტავასა და ლევან გოთუას ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. ადრე განჯის შესახვევი ერქვა. თბილისის 1934 წელს გეგმაზე დატანილია როგორც განჯის ქუჩა. 1958 წელს დაერქვა ლუკიანე თაბუკაშვილის სახელი. ამჟამად ქუჩა აღარ არსებობს. იგი ჩაიკარგა ახალ განაშენიანებაში.
ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
წინა სახელები | განჯის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 83, ISBN 978-99928-20-35-3.