ჟიული შარტავას ქუჩა
ჟიული შარტავას ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ვეძისი); გიორგი სააკაძის მოედნიდან გაბრიელ ისაკაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. ადრე ერქვა ანაგის ქუჩა. 1925-1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია საბურთალოს ახალი ქუჩების სიაში. ჟიული შარტავას სახელი ეწოდა 1994 წელს. ქუჩაზე არის ყოფილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის შენობა (აგებული 1982 წელს), სადაც 2008 წლიდან განთავსდა თბილისის მერია.
ჟიული შარტავას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვეძისი |
წინა სახელები | ანაგის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 187, ISBN 978-99928-20-35-3.