ლუკა ჰემსვორთი (ინგლ. Luke Hemsworth; დ. 5 ნოემბერი, 1981)[1]ავსტრალიელი მსახიობი. გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა: „მეზობლები“, სადაც მან ნათან ტაისონის როლი ითამაშა, და HBO-ს სამეცნიერო ფანტასტიკა „დასავლეთი“.

ლუკა ჰემსვორთი

ჰემსვორთი 2017 წელს, San Diego Comic-Con-ზე
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1981 (1981-11-05) (42 წლის)
მელბურნი, ვიქტორია, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიელი
ალმა-მატერი „დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი“
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001-დღემდე
მეუღლე(ები) სამანტა ჰემსვორთი (იქ. 2007)
შვილ(ებ)ი 3
ნათესავები კრის ჰემსვორთი (ძმა)
ლიამ ჰემსვორთი (ძმა)
რობ ჰემსვორთი (ბიძია)

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჰემსვორთი 1981 წლის 5 ნოემბერს დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში. ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ლიამ და კრის ჰემსვორთი, რომლებსაც, ლუკას მსგავსად, სამსახიობო კარიერა აქვთ.[2] მისი ბაბუა ჰოლანდიელი ემიგრანტია, ხოლო მისი სხვა წინაპრები ინგლისელები, ირლანდიელები, შოტლანდიელები და გერმანელები არიან.[3]2007 წლიდან, იგი ქორწინებაში იმყოფება სამანტა ჰემსვორთთან ერთად. ჰყავს სამი შვილი: ელა, ჰოლი და ჰარპერ როუზი.

კარეირა რედაქტირება

ჰემსვორთმა მსახიობობა ავსტრალიაში, „დრამატული ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტში“ ისწავლა.[4] 2001 წელს, პირველად გამოჩნდა დიდ ეკრანზე, მან ნათან ტაისონის როლი ითამაშა ავსტრალიურ სერიალში, „მეზობლები“.[5] ჰემსვორთი გადაღებულია სხვა სატელევიზიო სერიალებშიც, მათ შორისაა: „The Saddle Club“, „ლურჯი ქუსლები“, „ბოლო კაცი იდგა“, „ყველა წმინდანად“ და „კმაყოფილება“.

სქოლიო რედაქტირება

  1. „Luke Hemsworth biography“. Tribute.ca. Tribute Entertainment Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2018. ციტირების თარიღი: 25 December 2018. ციტატა: „Date of Birth: November 5, 1981. Born in Melbourne, Australia, Luke Hemsworth is the oldest brother of fellow actors Liam and Chris Hemsworth. Born to mother Leonie Hemsworth, an English teacher, and father Craig Hemsworth, a social-services councillor...“
  2. Rapkin, Mickey. (March 2012) The Hunger Games' Liam Hemsworth Has No Idea What's About to Hit Him. Details. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 October 2012.
  3. Bekiaris, Angela. (14 January 2016) 10 Fun Facts About Liam Hemsworth. People Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 23 July 2019.
  4. Let's get ripped together! Chris Hemsworth keeps brother Luke's Hollywood dreams alive by hiring him on set as a personal trainer (2016-12-02).
  5. McCrae, Finn; Articles, More; February 15, 2019. (2019-02-14) The Hemsworth Brothers: Who's the Youngest and Who Started Acting First? en-US. ციტირების თარიღი: 2019-07-19