ლუკასის ტერიერი
ლუკასის ტერიერი (ინგლ. Lucas Terrier) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ინგლისში 1940-იანი წლების ბოლოს.[1]
წარმოშობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
სერ ჯოსელინ ლუკასი ცდილობდა სილიჰემ-ტერიერის ზომის შემცირებას, ამ მიზნით მან შეაჯვარა სილიჰემი და ნორფოლკ-ტერიერი, რის შედეგადაც მიიღო თავისი სახელობის ჯიში. ეს ჯიში ჯერჯერობით აღიარებული არ არის.
ეს ბრიტანული ჯიში ჰგავს ამერიკასა და ევროპაში აღიარებულ ჩეხურ ტერიერს. ლუკასის ტერიერი ადვილად ეგუება ახალ პირობებს. ამ ჯიშის მომავალი გაურკვეველია.
ლუკასის ტერიერს აქვს ზომიერი სიგრძის კისერი, დიდი, კეთილი თვალები, წვერი და ულვაშები, დიდი თათები ბალნითაა დაფარული. ბალნის შეფერილობა შეიძლება ნებისმიერი იყოს. ის კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სიცივეს, არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, კარგი მოდარაჯეა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: