ჩეხური ტერიერი (ჩეხ. Český teriér) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ჩეხეთში 1940-იან წლებში.

ჩეხური ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა ჩეხეთი
თვისებები
წონა 5,5-8 კგ.
სიმაღლე 28-36 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჩეხური ტერიერი გაჩნდა სილიჰემის, სკოჩის და, შესაძლოა, დენდი-დინმონტ-ტერიერის შეჯვარების გზით. ეს ჯიში გამოიყვანა ჩეხმა გენეტიკოსმა ფრანციშ გორაკმა, რომელსაც უნდოდა შეექმნა ძაღლია გერმანული იაგდტერიერის მონადირის თვისებებიტ, ოღონდ უფრო მოკლეფეხება, ანუ სოროებში სამუშაოდ უფრო მისადაგებული. თავისებური გარეგნობის გამო ჩეხური ტერიერი ჩეხეთში სწრაფად გახდა ყველასათვის საყვარელი ოთახის ძაღლი. თუმცა, 1980-იან წლებში ის ისევ შეაჯვარეს სილიჰემ-ტერიერთან.

ჩეხურ ტერიერს გააჩნია ტიპური სოროს ტერიერის თვისებები, ესენია: სიჯიუტე, ამტანობა, ის ყოველთვის მზადაა ჩხუბის წამოსაწყებად, თუმცა აქვს სასიამოვნო და ცნობისმოყვარე ხასიათი. ჩეხური ტერიერის ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, ძნელად იწვრთნება, კარგი მოდარაჯეა. ჩეხური ტერიერის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ყავისფერი, მოცისფრო-ნაცრისფერი. აქვს ზომიერი სიგრძის, სამკუთხა ყურები, გრძელი ულვაშები და წვერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: