ლუი უილიამ ტომლინსონი (ინგლ. Louis William Tomlinson /ˈluːi ˈtɒmlɪnsən/, დაბადების სახელი — ლუი ტროი ოსტინი ინგლ. Louis Troy Austin; დ. 24 დეკემბერი, 1991[1]) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ბოიბენდ One Direction-ის წევრი. კარიერა დაიწყო, როგორც მსახიობმა, გამოჩნდა რა ITV-ს დრამატულ ფილმში „შენ რომ მყოლოდი“ და BBC-ის დრამატულ „Waterloo Road“-ში.

ლუი ტომლინსონი

ტომლინსონი 2014 წელს.
დაბადების სახელი ლუი ტროი ოსტინი
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1991 (1991-12-24) (32 წლის)
დონკასტერი, სამხრეთი იორკშირი, ინგლისი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • ფეხბურთელი
  • მსახიობი
აქტიური 2010–დღემდე
შვილ(ებ)ი 1
ჟანრ(ებ)ი პოპი, ბრიტპოპი, ინდი-როკი, პოპ-როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები

2010 წელს, მას შემდეგ, რაც სოლო-შემსრულებლის სახით წარუმატებელი იყო, One Direction-ის შემადგენლობაში გამოდიოდა ბრიტანულ The X Factor-ში. ტომლინსონი ჯგუფის სიმღერების ერთ-ერთი წამყვანი ავტორია.[2] მას შემდეგ, რაც 2015 წელს კოლექტივმა დროებით შეწყვიტა აქტიურობა, ტომლინსონმა გამოუშვა სადებიუტო სოლო-სინგლები „Just Hold On“ და „Back to You“. ეს უკანასკნელი შევა მის სტუდიურ ალბომში, რომელიც 2017 წელს Epic Records-ზე გამოვა.[3]

2013 წელს ტომლინსონი არასაკონტრაქტო პირობებით გახდა „დონკასტერ როვერსის“ ფეხბურთელი. იმავე წელს მან ჩამოაყალიბა საკუთარი ლეიბლი Triple Strings, One Direction-ის Syco-ს იმპრინტი[4] 2017 წელს ლუი მოხვდა Debrett's-ის ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[4]

2018 წელს ტომლინსონი X Factor-ის მეთხუთმეტე სეზონში გამოჩნდა როგორც ჟიური და „ბიჭების“ კატეგორიის მენტორი. როდესაც მისმა კატეგორის წევრმა დალტონ ჰარისმა კონკურსში გაიმარჯვა, ტომლინსონი გახდა შოუს პირველი ყოფილი კონკურსანტი, რომელიც გახდა გამარჯვებული მენტორი. მომდევნო წელს ტომლინსონმა გამოუშვა სინგლები „Two of Us“, „Kill My Mind“, „We Made It“, „Don’t Let It Break Your Heart“ და „Walls“. მისი სადებიუტო სოლო ალბომი „Walls“ გამოვიდა 2020 წლის იანვარში, ის ბრიტანეთში — მეოთხე ადგილზე, ხოლო აშშ-ში Billboard 200-ის მეცხრე ადგილზე გავიდა. ტომლინსონის მეორე ალბომი, „Faith in the Future“, გამოვიდა 2022 წლის ნოემბერში, მან დიდ ბრიტანეთში — პირველი, აშშ-ში კი მეხუთე ადგილი დაიკავა.[წყარო არ არის მითითებული 342 დღე]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Louis Tomlinson. IMDb.com. ციტირების თარიღი: 14 January 2017.
  2. Steiner, Amanda Michelle (9 November 2015). „One Direction's Louis Tomlinson: Soundtrack of My Life“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 22 July 2017.
  3. Halperin, Shirley (14 July 2017). „One Direction’s Louis Tomlinson Signs With Epic Records“. Variety. ციტირების თარიღი: 15 July 2017.
  4. 4.0 4.1 „Debrett's 500 List: Music“. The Telegraph. 21 January 2017.