ლუი ლაზარ ოში
ლუი ლაზარ ოში (დ. 24 ივნისი, 1768 — გ. 19 სექტემბერი, 1797) — ფრანგი გენერალი 1793 წლიდან.
ლუი ლაზარ ოში Lazare Hoche | |
---|---|
![]() | |
დაბადების ადგილი | მონტრეი |
გარდაცვალების ადგილი | ვეცრალი |
კუთვნილება | საფრანგეთი |
სამხედრო სამსახურის წლები | 1784 — 1797 |
წოდება | გენერალი |
მეთაურობდა |
მოზელის, შემდეგში მოზელისა და რაინის გაერთიანებული არმიას სამბრ-მაასის არმიას |
ბრძოლები/ომები |
დიუნკერკის ბრძოლა ვერთთის ბრძოლა ბრეტანის ბრძოლა და ა.შ. |
1784 წლიდან მსახურობდა გვარდიაში. 1789 წელს რევოლუციას მიემხრო. 1792 — 93 წლებში თავი გამოიჩინა ინტერვენტებთან ბრძოლაში. დაახლოებული იყო იაკობინელებთან. 1793-ში წარმატებით იცავდა დიუნკერკს ინგლისურ-ავსტრიული ჯარებისაგან. დაამარცხა ავსტრიული ჯარები ვერთთან და ფრეშვილერთან. 1794 — 95 წლებში წარმატებით ხელმძღვანელობდა კონტრევოლუციურ აჯანყების ჩახშობას (ბრეტანი და ვანდეა). სარდლობდა სამბრ-მაასის არმიას და 1797 წელს ნოივიდთან და ალტენკირხენთან ბრძოლებში ავსტრიელები გაანადგურა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 619.