ლუიჯი III გონძაგა
ლუიჯი III გონძაგა (იტალ. Luigi III Gonzaga, მეტსახელად „თურქი“ — იტალ. "il Turco"; დ. 5 ივნისი, 1414 — გ. 12 ივნისი, 1478) — მანტუის მარკიზის ჯანფრანჩესკო I-ის ვაჟი და მემკვიდრე 1444 წლიდან. 1460 წლიდან მის კარზე მოღვაწეობდა ცნობილი მხატვარი ანდრეა მანტენა. ლუიჯი III-ემ 1433 წლის 12 ნოემბერს იქორწინა ბარბარა ფონ ბრანდენბურგზე, მარკგრაფ იოჰან ფონ ბრანდენბურგ-კიუსტრინის ასულზე, რომელთანაც შეეძინა 8 შვილი:
- ფედერიკო I (1441—1484) — მანტუის მარკიზი.
- ფრანჩესკო (1444—1483) — კარდინალი 1464 წლიდან.
- დოროტეა († 1468) — მილანის ჰერცოგის გალეაცო მარია სფორცას მეუღლე.
- სუზანა († 1481) — მონაზონი
- ბარბარა (1455—1503) — ჰერცოგ ებერჰარდ I ფონ ვიურტემბერგის მეუღლე.
- ლუიჯი (1458—1511) — მანტუის ეპისკოპოსი 1483 წლიდან.
- ჯანფრანჩესკო (გ. 1498) — საბონედას გრაფი
- როდოლფო (გ. 1494) — სინიორე დი კასტილიონე ე სოლფერინო ∞ კატერინა პიკო დელა მირანდოლა.