ლუის მარია დე ბურბონი
ლუის მარია დე ბურბონ ი ვალაბრიგა (ესპ. Luis María de Borbón y Vallabriga; დ. 22 მაისი, 1777 — გ. 19 მარტი, 1823) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ჩიჩონის გრაფ ლუისისა და მარია ტერეზა დე ვალაბრიგას ვაჟი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის შვილიშვილი. ჩიჩონის გრაფი, ესპანეთის ინფანტი და რეგენტი და სან მარტინ დე ლა ვეგას მარკიზი.
ლუის მარია დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 მაისი, 1777 მადრიდი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
19 მარტი, 1823, (45 წლის) მადრიდი, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | ჩიჩონის გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: ლუისი, ჩიჩონის გრაფი დედა: მარია ტერეზა დე ვალაბრიგა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუის მარია დაიბადა 1777 წლის 22 მაისს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის უმცროსი ვაჟის, ჩიჩონის გრაფ ლუისისა და მისი მეუღლის, მარია ტერეზა დე ვალაბრიგას პირველი შვილი. იგი დაბადებიდანვე იზრდებოდა საეკლესიო ცხოვრებისათვის. 1785 წლიდან იგი ჩიჩონის გრაფი და ტოლედოს არქიეპისკოპოსი ხდება. მას შემდეგ რაც მამამისი გარდაიცვალა, იგი საცხოვრებლად ტოლედოში გადავიდა.
1793 წელს იგი სევილიის არქიეპისკოპოსი, ამავე წელს კარლ III-ის ორდენის რაინდი, 1800 წელს კი სანტა მარია დელა სკალას ეკლესიის კარდინალ-დიაკვანი გახდა, რის გამოც იგი დროებით რომში გადასახლდა.
1820-23 წლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ესპანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან განაახლა ქვეყანაში აბსოლუტური მონარქია, მიუხედავად იმისა, რომ მან დაინახა რა შედეგები მოიტანა ამან მეზობელ საფრანგეთსა და ინგლისში.
45 წლის ასაკში, გახდა ესპანეთის მცირეწლოვანი მეფე ფერდინანდ VII-ის რეგენტი. სწორედ მისი დამსახურება იყო ესპანეთში სახალხო აჯანყების დაწყება და ფრანგების ბატონობიდან ქვეყნის განთავისუფლება.
მიუხედავად ყველაფრისაა, იგი არ დაოჯახებულა და შესაბამისად არც შვილები ჰყოლია. იგი გარდაიცვალა 1823 წლის 19 მარტს, 45 წლის ასაკში. მის შემდეგ ჩიჩონის საგრაფო მის დას, მარია ტერეზას დარჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Tadeusz Miłkowski, Paweł Machcewicz: Historia Hiszpanii. Wrocław: Ossolineum, 2002, p. 247–251. ISBN 83-04-04629-6.