ლუისა ტერეზა ესპანელი
ლუისა მარია ესპანელი (ესპ. Luisa Teresa de España; დ. 11 ივნისი, 1824 — გ. 27 დეკემბერი, 1900) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის უმცროსი ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ასული. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის მული და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამიდა.
ლუისა ტერეზა ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 ივნისი, 1824 მადრიდი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 დეკემბერი, 1900, (76 წლის) მადრიდი, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | სესას ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ხოსე მარია ოსორიო დე მოსკოსო ი კარვახალი |
მშობლები |
მამა: ფრანსისკო დე პაულა, კადისის ჰერცოგი დედა: ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუისა მარია დაიბადა 1824 წლის 11 ივნისს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ასული. დედის მხრიდან მისი ბებია-პაპა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და მისი მეორე ცოლი, დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი იყვნენ.
ლუისა ტერეზას ცხოვრების პირველმა ნახევარმა მისი ბიძაშვილ-დეიდაშვილის, ისაბელ II-ის მმართველობის ხანაში განვლო. ისაბელსა და ლუისა ტერეზას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ამის გამო, ლუისა ტერეზამ შესძლო და დედოფლის მხარდაჭერით თავისზე დაბალი რანგის მამაკაცზე დაქორწინდა, რომელიც თავად შეარჩია. 1847 წლის 10 თებერვალს იგი დაქორწინდა ხოსე მარია ოსორიო დე მოსკოსო ი კარვახალზე, რომელის სესას ჰერცოგის წოდებას ატარებდა.
1881 წელს ლუისა ტერეზა დაჯილდოვდა დედოფალ მარია ლუიზას ორდენით. იგი გარდაიცვალა 1900 წლის 27 დეკემბერს მადრიდში, 76 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირება- ფრანსისკო (1847-1924), სესას ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ლუისი (1849-1924), აიამონტეს მარკიზი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მარია კრისტინა (1850-1904), ატრისკოს ჰერცოგინია, გარდაიცვალა გაუთხოვარი.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Damas de la Real Orden de la Reina María Luisa. geneall.net. Consultado el 6 de junio de 2017.
- Hof- und Staats-Handbuch des Kaiserthumes Österreich. Consultado el 6 de junio de 2017.