ლუიზა ფაჩულია (დ. 31 იანვარი, 1944, თბილისი) — ქართველი ექიმი.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1970–1971 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. 1971-1974 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1974-1982 წლებში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1982-1987 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1987 წლიდან ენდოკრინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. არის 38-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი გენეტიკური ასპექტის შესწავლისათვის“, დაიცვა 1979 წელს.

რესურდები ინტერნეტში

რედაქტირება