ლუიზა დანიელი (1875-1906)

ლუიზა დანიელი (დან. Louise af Danmark; დ. 17 თებერვალი, 1875 — გ. 4 აპრილი, 1906) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ისა და დედოფალ ლუიზა შვედის ასული. შომბურგ-ლიპეს პრინც ფრიდრიხის მეუღლე.

ლუიზა დანიელი
წოდებები
შომბურგ-ლიპეს პრინცესა
დაიბადა 17 თებერვალი, 1875
კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 4 აპრილი, 1906, (31 წლის)
ნახოდი, ჩეხეთი
საგვარეულო გლიუქსბურგები
მეუღლე(ები) პრინცი ფრიდრიხ ფონ შომბურგ-ლიპე
შვილ(ებ)ი მარია ლუიზა
კრისტიანი
სტეფანია
მამა ფრედერიკ VIII, დანიის მეფე
დედა ლუიზა შვედი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუიზა დაიბადა 1875 წლის 17 თებერვალს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში. იგი იყო დანიის კრონპრინც ფრედერიკისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა შვედის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია დანიის მეფე კრისტიან IX და დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი), ხოლო დედის მხრიდან შვედეთის მეფე კარლ XV და დედოფალი ლუიზა ნიდერლანდელი ერგებოდნენ.

1896 წლის 5 მაისს, კოპენჰაგენში იგი დაქორწინდა შომბურგ-ლიპეს პრინც ფრიდრიხზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რის გამოც ლუიზა გათხოვების შემდეგ ძალიან ხშირად სტუმრობდა თავის ოჯახს. თითოეული ვიზიტისას იგი 2-3 თვით მაინც რჩებოდა დანიაში. ამას გარდა, მისი დედ-მამა წელიწადში რამდენჯერმე მაინც ჩადიოდნენ და ნახულობდნენ მას.

პრინცესა ლუიზა გარდაიცვალა 1906 წლის 4 აპრილს, 31 წლის ასაკში, ჩეხეთში. აღსანიშნავია, რომ იგი თავისი მამამთილის, პრინცი ვილჰელმის გარდაცვალებიდან ხუთ საათში დაიღუპა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მინინგიტი დასახელდა, რითაც ბოლო კვირების მანძილზე იტანჯებოდა. იგი თავისი და-ძმებიდან პირველი გარდაიცვალა.

  1. მარია ლუიზა (1897-1938), ცოლად გაჰყვა პრუსიის პრინც ფრიდრიხ სიგიზმუნდს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. კრისტიან ნიკოლასი (1898-1974), შომბურგ-ლიპეს პრინცი, იქორწინა თავის ბიძაშვილ ფეოდოროა დანიელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. სტეფანია ალექსანდრა (1899-1925), ცოლად გაჰყვა ბენტეიმ-შტაინფურტის მთავარ ვიქტორ ადოლფს, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bo Bramsen: Huset Glücksborg. Europas svigerfader og hans efterslægt. Band 2, Kopenhagen 1992, ISBN 87-573-1843-6, S. 336–340.
  • Knud J. V. Jespersen: Rytterkongen. Et portræt af Christian 10. Kopenhagen 2007, ISBN 978-87-02-04135-4, S. 144.
  • Bo Bramsen: Huset Glücksborg. Europas svigerfader og hans efterslægt. Band 2, Kopenhagen 1992, ISBN 87-573-1843-6, S. 338.
  • Bo Bramsen: Huset Glücksborg. Europas svigerfader og hans efterslægt. Band 2, Kopenhagen 1992, ISBN 87-573-1843-6, S. 340.