ლუარსაბ თათქარიძე (ლიტერატურული კონკურსი)
ლუარსაბ თათქარიძე – 2003 წელს ჩატარებული ლიტერატურული კონკურსი[1]. გაიმართა ჟურნალ „ომეგას“ თაოსნობით. კონკურსის სახელი შეარჩიეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების კაცია ადამიანი?!–ს მიხედვით. გარდა ამისა, ასეთი სახელწოდების შერჩევისკენ კონკურსის ორგანიზატორებს უბიძგა 1950–1970–იან წლებში გორში არსებული ბოჰემური გაერთიანების სახელწოდებამ – „ლუარსაბ თათქარიძის სახელობის მეარტალეთა საზოგადოება“[2]. კონკურსის გამარჯვებულები ხდებოდნენ საუკეთესო ნოველების შემქმნელები თემაზე – გასტრონომია ლიტერატურაში. ჟიურის თავმჯდომარე იყო როსტომ ჩხეიძე, იდეის ავტორი ნატო ჩხეიძე. სულ ჟიურიმ მიიღო 97 ნამუშევარი. I პრემია და 1000 ლარი მიიღო ნუგზარ შატაიძემ ნოველისთვის „სტუმარი ღვთისაა“. მეორე პრემია მიიღო ორმა ავტორმა: ირაკლი სამსონაძემ („მექათმე გაბრიელის ბაღი“) და თამრი ფხაკაძემ ნოველისთვის „ჟამი არს რისა?“ მესამე პრემია მიენიჭა ვანო ჩხიკვაძეს ნაწარმოებისთვის იყო... ჟიურიმ საგანგებო პრიზით აღნიშნა ვოვა კიკალიშვილის „გარდასულ დღეთა მოგონებები“[3]. ნაწარმოებები გამოქვეყნდა გაზეთში ჩვენი მწერლობა[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვინ მოიპოვებს ლუარსაბ თათქარიძის პრემიას?, „ჩვენი მწერლობა“, 12–18 სექტემბერი, 2003, გვ. 1
- ↑ შდრ. ნაწყვეტი „კაცია ადამიანიდან“: „არტალაზედ როგორა ხარ? – უჰ, უჰ, შენმა მზემ კარგი რამ მოიგონე. არტალაზედ? ვაცივითა ვარ, ვაცივით“. ჟურნალ ომეგას ლიტერატურული კონკურსი ლუარსაბ თათქარიძე, „ჩვენი მწერლობა“, 2003, № 24(54) გვ. 5
- ↑ ლიტერატურული კონკურსი ლუარსაბ თათქარიძე, „ჩვენი მწერლობა“, № 39 (169), გვ. 3
- ↑ გამარჯვებული ნაწარმოები იხ. ჩვენი მწერლობა, 2003, № 41(171), გვ. 6–7