ლოს-ტეკესი
ლოს-ტეკესი (ესპ. Los Teques) — ქალაქი ვენესეულის ჩრდილოეთ ნაწილში. მირანდას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1169 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 140,617 კაცს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლოს-ტეკესი Los Teques | |||||
ლოს-ტეკესის კათედრალი | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | მირანდა | ||||
კოორდინატები | 10°20′34″ ჩ. გ. 67°02′44″ დ. გ. / 10.34278° ჩ. გ. 67.04556° დ. გ. | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1200 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 140,617 კაცი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 212 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1201 | ||||
ოფიციალური საიტი | guaicaipuro-miranda.gov.ve | ||||
დაარსდა 1777 წელს და სახელი ეწოდა ადგილობრივი ინდიელების პატივსაცემად, სადაც დაბადებული იყო მათი წინამძღოლი გუაიკაიპურო, რომელიც განთქმული იყო ესპანელი კონკისტადორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ესპანელები აქ ახლომდებარე მთებში ოქროს ეძებდნენ. შემდეგ წლებში ქალაქი გახდა საცხოვრებელი ადგილი და კარაკასის საკურორტო მხარე. ჰაერის ტემპერატურა ქალაქში იცვლება 18°C-დან 26°C-მდე.
ლოს-ტეკესში მუშავდება სასოფლო სამეურნეო ნედლეული. განვითარებულია ტექსტილის მრეწველობა. 1927 წლის 13 თებერვალს ქალაქ პეტარედან მირანდას შტატის დედაქალაქი ლოს-ტეკესში გადმოიტანეს. 2006 წლის 3 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ქალაქში გახსნა მეტროპოლიტენი, რომელიც დაუკავშირდა კარაკასის მეტროს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლოს-ტეკესი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)