ლორენცო შარანგია (დ. 10 იანვარი, 1935, სოფელი მუხური, გალის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლორენცო შარანგია დაიბადა 1935 წლის 10 იანვარს გალის რაიონის სოფელ მუხურში. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი, სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი. მუშაობდა ოჩამჩირის სამელიორაციო სადგურში სატრაქტორო ბრიგადის ბრიგადირად, შემდეგ უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსად. 1958-1975 წლებში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „კოლხეთმშენის“ ოჩამჩირის მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად, კოლონის უფროსად; 1975 წელს გადაიყვანეს სამშენებლო გაერთიანება „საქმთავარწყალმშენის“ სოხუმის სამმართველოს უფროსად; 1986 წელს სამშენებლო ტრესტ „აფხაზწყალმშენის“ მმართველად; 1991 წელს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად ოჩამჩირის #61 მეორე საარჩევნო ოლქში. 1992 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, კურირებდა სამშენებლო მელიორაციას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; არაერთგზის იყო არჩეული ოჩამჩირის რაისაბჭოს დეპუტატად.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ. 609
  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 25 სექტემბერი, 1991 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება