ლორენს დადლი სტამპი
ლორენს დადლი სტამპი (ინგლ. Laurence Dudley Stamp; დ. 9 მარტი 1898 — გ. 8 აგვისტო 1966) — ბრიტანელი გეოგრაფი და გეოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაკავდა გეოლოგიური კვლევა-ძიებით ინდოეთსა და ბირმაში; 1923 წლიდან ასწავლიდა რანგუნის უნივერსიტეტში. 1926 წლიდან მუშაობდა ლონდონის სკოლაში (1945 წლამდე ლექტორი, შემდეგ ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის პროფესორი). 1930-იან წლებში ხელმძღვანელობდა დიდი ბრიტანეთის მიწის ფონდის შესწავლას (ავტორი შეჯამებული ტომისა „ბრიტანეთის მიწა. მისი გამოყენება და ბოროტად გამოყენება“, მე-2 გამოცემა, 1950) და გახდა ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმართულების ფუძემდებელი მიწის გამოყენების შესწავლის საქმეში. სტამპი იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოებისა და გეოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი. 1949 წელს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის კომისიას მსოფლიო მიწების აღრიცხვისა და გამოყენების მიმართულებით. 1952-1956 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. ავტორი და რედაქტორია მრავალი ნაშრომისა.
ლორენს დადლი სტამპი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 9 მარტი, 1898[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | კეტფორდი |
გარდ. თარიღი | 8 აგვისტო, 1966[1] [2] [3] [4] (68 წლის) |
გარდ. ადგილი | მეხიკო |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[5] დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ლონდონის ეკონომიკის სკოლა |
ალმა-მატერი | ლონდონის სამეფო კოლეჯი და ლონდონის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Else Clara Rea |
მამა | Charles Stamp[2] |
დედა | Clara Jane Evans[2] |
შვილ(ებ)ი | Bryan Unett Dudley Stamp[2] |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, ვეგას მედალი, შოტლანდიური გეოგრაფიული მედალი, დამფუძნებლის მედალი[6] , სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და Tokyo Geographical Society Medal |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ LIBRIS — 2012.
- ↑ Royal Geographical Society Gold Medal Recipients — Royal Geographical Society, 2022.