ლორა ბეილი (ინგლ. Laura Bailey დ. 28 მაისი, 1981, მისისიპი, აშშ) — ამერიკელი გამხმოვანებელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა ანიმეში Dragon Ball Z. მისი სხვა ნამუშევრებია: Emily / Glitter Lucky in Glitter Force, Tohru Honda in Fruits Basket, Lust in Fullmetal Alchemist და Fullmetal Alchemist: Brotherhood.

ლორა ბეილი
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1981 (1981-05-28) (42 წლის)
მისისიპი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე

ვიდეო თამაშებში ბეილიმ გაახმოვანა რეინი BloodRayne-ში, კირა კარსენი ვარსკვლავურ ომებში: ძველი რესპუბლიკა, ჯაინა პრადმური World of Warcraft-ში, Rise Kujikawa Persona 4-ში, ქალი გმირი Persona 3 Portable-ში, ჩუნ-ლი Street Fighter-ში, სერა ფარონი Final Fantasy XIII-ში, სერენა The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard-ში,ორიანა ლოუსონი Mass Effect 3-ში, ლუჩინა Fire Emblem Awakening-ში, Aაბიგაილ ვოლკერი Famous Second Son-სა და First Light-ში, ფიონა Tales from the Borderlands-ში. 2020 წელს მან ითამაშა ები ანდერსონის როლი ვიდეო თამაშში The Last of Us Part II, რისთვისაც მან მოიპოვა BAFTA ჯილდო მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის და The Game Awards საუკეთესო შესრულებისთვის.

ბეილიმ გაახმოვანა ქალი კატა Batman: The Telltale Series-ში, სუპერგოგონე injustice 2-ში, მერი ჯეინ ვოტსონი Spider-Man-ში და შავი ქვრივი Marvel-ის ბევრ პროექტში, მათ შორისაა სატელევიზიო შოუ Avengers Assemble და 2020 წლის ვიდეო თამაში Avengers.

ადრეული წლები რედაქტირება

ბეილი დაიბადა მისისიპში 1981 წლის 28 მაისს. მას ჰყავს უფროსი და სახელად ჯენი.[1] მისი მამა ჩარიცხული იყო საჰაერო ძალებში, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებლის შეცვლა. ისინი ცხოვრობდნენ ოკლაჰომაში, შემდეგ სან-ანტონიოში, ტეხასი. როდესაც ბეილი 6 წლის იყო, ოჯახი გადავიდა ჩრდილოეთ ტეხასში. ისინი საბოლოოდ დასახლდნენ ალენში, ტეხასი, დალასის გარეუბანში. ბეილი თავიდანვე დაინტერესებული იყო მსახიობობით და თამაშობდა სასკოლო სპექტაკლებში, თუმცა გეგმავდა ბიოლოგი გამხდარიყო. ის სერიოზულად არ უყურებდა სამსახიობო კარიერას, სანამ არ მოხვდა Dawson's Creek-ის კულისებში, სადაც კეტი ჰოლმსის ინტერვიუ მიმდინარეობდა.[2] მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში Suburbia, Through a Glass Onion და Don't Rock the Jukebox.[3]

კარიერა რედაქტირება

ხმის მსახიობმა კენტ უილიამსმა შეამჩნია ბეილი მის ერთ-ერთ კოლეჯის სპექტაკლზე და მიიწვია იგი Funimation-ის აუდიციაზე, როდესაც ისინი მუშაობდნენ Dragon Ball Z-ზე. მისი პირველი მთავარი როლი Dragon Ball Z-ზე იყო Kid Trunks, რომელიც მან განასახიერა დასამახოვრებელი მღელვარე ხმით. მან, ასევე, გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი მარლენ ანგელოზი ფილმში Blue Gender, რომელიც იყო პირველი პროექტი Funimation-ის Dragon Ball-ს მიღმა.

გარდა იმისა, რომ მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე, ბეილი ასევე გამოჩნდა რამდენიმე სპექტაკლში. 2001 წელს მან ითამაშა მცირე როლი უოკერის, ტეხასის რეინჯერის ეპიზოდში (სათაურით "შაბათი ღამე"). მას ჰქონდა კლუბის მფლობელის (ფრენკ სტალონე უმცროსი) ქალიშვილის როლი, რომლის მამასაც მაფიასთან კავშირები ჰქონდა. მოგვიანებით მას ჰქონდა მოკლე როლი One Tree Hill-ის ეპიზოდში ("ღამით უარესდება"), რომელიც გადაიღეს ტეხასში. ის გამოჩნდა ფილმებში Mr. Brooks, Ruffian და The Staircase Murders.

ბეილი ასევე არის პოპულარული Dungeons & Dragons-ის ვებ სერიების Critical Role-ის მსახიობი, სადაც მან ითამაშა Vex'ahlia ("Vex") Campaign One-ში, ჯესტერ ლავორი Campaign Two-ში და იმოგენ ტემულტი Campaign three-ში. მისი როლი იყო Webby-ის და, ასევე. People's Voice-ის გამარჯვებული კატეგორიაში "თამაშები".[4] უზარმაზარი წარმატების შემდეგ, მსახიობმა დატოვა Geek & Sundry-ის ქსელი 2018 წლის დასაწყისში და დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია, Critical Role Productions.[5]მალევე, მათ მიზნად ისახეს 750,000 დოლარის შეგროვება Kickstarter-ზე, რათა შეექმნათ მათი პირველი კამპანიის ანიმაციური სერია, მაგრამ საბოლოოდ შეაგროვეს $11 მილიონზე მეტი. 2019 წლის ნოემბერში, Amazon Prime Video-მ გამოაცხადა, რომ მათ მიიღეს სტრიმინგის უფლებები ანიმაციური სერიალისთვის The Legend of Vox Machina; ბეილი ასევე არის ერთ-ერთი მთხრობელი რომანის - Critical Role: Vox Machina – Kith & Kin (2021).[6]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ლორა ბეილი, ვიდრე მუშაობდა ანიმაციებზე, ოთახს იზიარებდა ასევე გამხმოვანებელ მსახიობ კოლინ კლინკენბერდთან.[7]

2011 წლის 25 სექტემბერს ბეილი დაქორწინდა გამხმოვანებელ მსახიობ ტრევის უილინგჰემზე კამარილოში. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობისას გაიცნეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინება გადაწყვიტეს. ისინი ცხოვრობენ ლოს ანჯელესში. მათ ჰყავთ ვაჟი.[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Serrano, Zulai. (August 20, 2015) 'Dragon Age: Inquisition' Voice Actress Laura Bailey Talks To iDigi About Her Career Highlights. Player.One. ციტირების თარიღი: October 15, 2019
  2. Darrow, Heather (May 2011). „Laura Bailey: Superhero“. Plano Profile: 36–38. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2021. ციტირების თარიღი: February 17, 2022.
  3. Laura Bailey. Collintheatrecenter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2014. ციტირების თარიღი: May 4, 2013
  4. Critical Role - The Shorty Awards. ციტირების თარიღი: May 6, 2019
  5. Hoffer, Christian (June 18, 2018). „Critical Role Teases New Content With Opening of New Studio, Twitch and Youtube Channel“. Comicbook.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 13, 2018. ციტირების თარიღი: August 14, 2018.
  6. Critical Role: Vox Machina–Kith & Kin by Marieke Nijkamp en-US. ციტირების თარიღი: November 22, 2021
  7. Being a Brief Discussion of Anime Dubs: Colleen Clinkenbeard Special Edition. Mania.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 2, 2013. ციტირების თარიღი: May 4, 2013
  8. Willingham, Travis [WillingBlam]. (June 30, 2018) Our hearts are so incredibly full. Little Ronin had enough waiting and joined us at 3:40 on Thursday afternoon, and our worlds have never been brighter. He's perfect. t.co/HbLB06Zr5a en. ციტირების თარიღი: January 16, 2023