ლონდონის კონვენცია (1786)
ლონდონის კონვენცია (ინგლ. Convention of London) — ასევე ცნობილია როგორც ანგლო-ესპანური კონვენცია. შეთანხმება დიდი ბრიტანეთის სამეფოსა და ესპანეთის სამეფოს შორის, რომელიც ეხება ბრიტანული დასახლებების სტატუსს მოსკიტების სანაპიროზე ცენტრალურ ამერიკაში. ხელშეკრულება გაფორმდა 1786 წლის 14 ივლისს.
1786 წლის 14 ივლისს ლონდონში ხელმოწერილი შეთანხმებით, დიდი ბრიტანეთი დათანხმდა ყველა ბრიტანული დასახლებების ევაკუაციას მოსკიტოს სანაპიროდან. ამის სანაცვლოდ, ესპანეთი დათანხმდა ბრიტანელი ტყის მწარმოებლებისთვის იუკატანის ნახევარკუნძულზე ხელმისაწვდომი ტერიტორიის გაფართოებას და ნება დართო, ესარგებლათ მაჰაგანითა და სხვა ძვირფასი ხე-ტყით. შეთანხმება განხორციელდა და ბრიტანელებმა 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათი უმეტესობა ბელიზში წავიდა, მაგრამ სხვები გადაიყვანეს იამაიკაში, გრანდ კაიმანში ან რატანში. შავი მდინარის დასახლებაზე კონტროლი ოფიციალურად ესპანელებს 1787 წლის 29 აგვისტოს გადაეცა. ეს გააკეთა მდინარის დამაარსებლის, უილიამ პიტის შვილიშვილმა.