ლომჭიანჭველასებრნი (ლათ. Myrmeleonidae) — მწერების ოჯახი ბადეფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2-7,5 სმ ფრთების შლილი -2-17 სმ აღწევს. ფრენენ ნელა. მტაცებელი მწერებია. განსაკუთრებით მათი მატლები, რომლებიც ან ნიადაგის ზედაპირზე ყარაულობენ მსხვერპლს (Palpares-ის გვარ და სხვა), ან ქვიშაში იკეთებენ კონუსურ ორმოებს და მის ფსკერზე იმალებიან (Myrmeleon-ის გვარი). მათი საჭმლის მონელება გარეგანია — მატლი წუწნის საკვებს, რომელიც უკვე გადამუშავებულია ყბების არხით მსხვერპლში შეყვანილი ფერმეტებით. ლომჭიანჭველასებრთა ოჯახში 1200-მდე სახეობაა.