ლომჭაბუკი

(გადამისამართდა გვერდიდან ლომკაცა)

„ლომჭაბუკი“, ოფიციალურად „გამარჯვების“ მემორიალი — ქანდაკება ქალაქ გორში. არქიტექტორი — ვახტანგ დავითაია, მოქანდაკე — ელგუჯა ამაშუკელი.[1] გაიხსნა 1979 წლის 26 მაისს[2] (ან 1982 წელს[1]).

„ლომჭაბუკი“

აღმართულია გორის ციხის მახლობლად, ამავე სახელწოდების სკვერში, მდინარე მეჯუდის მარცხენა მხარეს. ქანდაკება სიმაღლეში 7 მეტრია, დამზადებულია ბრინჯაოსაგან. დგას 8 მეტრის სიმაღლის კვარცხლბეკზე, რომელსაც წაკვეთილი პირამიდის ფორმა აქვს. მის გრძივ მხარეზე წარწერაა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ქანდაკების კომპოზიციური ღერძია ლომზე ამხედრებული მხედარი, რომელსაც ცალ ხელში ხმალი უჭირავს, ხმალზე შემოხვეულია ვაზის ტოტი (რქა). ძეგლი ორგანულად ერწყმის გარემოს და გორის ციხეს.[2]

თავდაპირველად მისი კვერცხლბეკი კირქვის ნაცრისფერი ფილებით იყო გაფორმებული, 2018 წელს დაწყებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად იგი ბაზალტის ახალი ფილებით მოპირკეთდა.[3]

  1. 1.0 1.1 „ლომჭაბუკის“ ავტორი ძეგლთან მულტიკულტურული სივრცის მოსაწყობად მერიასთან ითანამშრომლებს. qartli.ge (26 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2019.
  2. 2.0 2.1
    •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19906
  3. „ლომჭაბუკი“ ბაზალტის ახალ ფილებში. qartli.ge (18 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2019.