ლომისა (ნასოფლარი)
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ლომისა — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა მდინარე ჭერათხევის ზემო წელში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ ნასოფლარს არ იცნობენ, არც ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. 1886 წლის აღწერით, ლომისაში 6 კომლი მოსახლეა (27 კაცი და 14 ქალი, სულ 41 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ქართულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 18, 6 მაისი, 2019, გვ., 4