თეიმურაზ ლოლაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ლოლაძე, თეიმურაზ)

თეიმურაზ ლოლაძე (დ. 24 მაისი, 1920, ქუთაისი — გ. 2000) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.

1942 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, სადაც მუშაობდა საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1958 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. 1971–1980 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1981–1988 წლებშ რექტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლითონთა წრის პროცესის თანმხლებ მოვლენათა ფიზიკურ არსს. მის მიერ დამუშავებულმა წრის პროცესების მყისიერი ფიქსირების ორიგინალურმა მეთოდმა, ფართო გამოყენება ჰპოვა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევაში. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, მათ ორის 9 მონოგრაფიის, 80 საავტორო მოწმობისა და 11 პატენტის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოცემულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • აშშ-ს ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1983-)
  • მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1966-)
  • საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2000)

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1966 — საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება