ლოისიოსი
ლოისიოსი (ბერძ. Λούσιος) — მდინარე საბერძნეთში. სიგრძე 23 კმ. ერთვის მდინარე ალფეოსს. სათავე აქვს ლიკოქორის სიახლოვეს. დამახასიათებელია სწრაფი დინება. ლოისიოსი წარმოქმნის ხეობას, რომლის სიგრძეა 15 კმ, ხოლო სიგანე დაახლოებით 2 კმ. ვრცელდება მერიდიანული მიმართულებით. ხეობის ვიწრო მონაკვეთი სიღრმეში ადილ-ადგილ 300 მ აღწევს. ხეობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. წარსულში მდინარის ხეობაში ჩნდებოდა ხშირი დასახლებები, შუა საუკუნეებში აქ ააშენეს მონასტრები, ფერდობებზე არის მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლები. ლოისიოსი ალტერნატიული ტურიზმის შესანიშნავი ადგილია, აქ ხშირად იმართება სამოყვარულო რაფტინგები.
ლოისიოსი | |
---|---|
ლოისიოსის ხეობა | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
შესართავი |
ალფეოსი 37°30′06″ ჩ. გ. 22°01′15″ ა. გ. / 37.50167° ჩ. გ. 22.02083° ა. გ. |
სიგრძე | 23 კმ |
ლოისიოსი ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მდინარე ლოისიოსი დაარქივებული 2011-06-28 საიტზე Wayback Machine. (ბერძნული)
- მდინარე ლოისიოსი დაარქივებული 2009-03-27 საიტზე Wayback Machine. (ბერძნული)