ლოზანის მეტროპოლიტენი
ლოზანის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქალაქი | ლოზანა |
გახსნის თარიღი | 1991 წ. |
ხაზის სიგრძე | 7,8 კმ. + 5,9 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 15 + 14 |
ხაზთა რაოდენობა | 2 |
მგზავრები დღეში | |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
ლოზანის მეტროპოლიტენი — ლოზანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, ერთად-ერთი მეტროპოლიტენი შვეიცარიაში. ხაზს М1 მსუბუქ მეტროს უწოდებენ, ხაზი M2 კი მეტროპოლიტენის ავტომატიზებული ხაზია. 2008 წელს M2-ის გახსნის შემდეგ ლოზანა მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქია, სადაც სრულფასოვანი მეტროპოლიტენია გაყვანილი.
მეტროპოლიტენის ექსპლუატაციას ორგანიზაცია Transports publics de la région lausannoise ახდენს, რომელიც ქალაქში ავტობუსებისა და ტრამვაის ექსპლუატაციასაც ეწევა. ამიტომ, მეტროს სატარიფო სისტემა უნიფიცირებულია ქალაქის ტრანსპორტის სხვა სახეობებთან. მეტროპოლიტენში ტურნიკეტები არ დგას.
ისტორია
რედაქტირებახაზი M1 1991 წლის 24 მაისს გაიხსნა. თავდაპირველად ეწოდა "სამხრეთ-აღმოსავლეთის ლოზანის ტრამვაი" (ფრ Tramway du Sud-Ouest lausannois, TSOL), მოგვიანებით კი მეტროპოლიტენი უწოდეს. ხაზზე ბევრი შლაგბაუმიანი გადასასვლელია (ამგვარად, ხაზი მეტროს ისეთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, როგორიცაა სრული სერგეგირებულობა ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან). ამის მიუხედავად, ავტორიტეტულ პორტალზე urbanrail.net ლოზანის მეტრო აღნიშნულია, როგორც სრულფასოვანი მეტროპოლიტენი.
M1-ის სიგრძე 7,8 კმ-ია და ქალაქის ცენტრს ახლომდებარე დაბებთან აკავშირებს. ხაზზე სამი მიწისქვეშა სადგურია. ლიანდაგების დიდი ნაწილი მიწაზეა დაგებული, თუმცა, გარკვეულ მონაკვეთებში ესტაკადებზეც გადის. ზახი მეტწილად ცალლიანდაგიანი სადგურებთან გასაყრისი მონაკვეთებით. ხაზზე მოძრაობის დაახლოებითი დრო 19 წუთია, მოძრაობებს შორის ინტერვალი 9-10 წუთი, შაბათ-კვირას კი 20 წუთი. ლიანდაგების სიგანე 1435 მმ-ია. ხაზზე 15 სადგურია. ლოზანაში მეტროს საბოლოო სადგური საქალაქო ცალლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო სადგურთან არის შერწყმული, რომელიც ორდონიანია.
სადგური | თავისებურებანი | ფოტო |
---|---|---|
Lausanne-Flon | ||
Vigie | ||
Montelly | ||
Provence | ||
Malley | ||
Bourdonnette | ||
UNIL-Dorigny | ||
Mouline | ||
UNIL-Sorge | ||
EPFL | ||
Bassenges | ||
Cerisaie | ||
Crochy | ||
Epenex | ||
Renens CFF |
ხაზი M2 — მეტროპოლიტენის მეორე ხაზი შვეიცარიის ტრანსპორტის მინისტრისა და ქალაქის ხელმძღვანელობის თანდასწრებით 2008 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა, 18-21 სექტემბერს უფასოდ იმუშავა, დაიხურა და საბოლოოდ იმავე წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა.
მეორე ხაზის წინამორბედი 1877 წელს გახსნილი ქალაქის ფუნიკულიორი იყო. 1959 წელს ფუნიკულიორის ხაზი გადაკეთდა კბილანებიან რკინიგზად, რომელსაც ოფიციალურად მეტრო ეწოდა. ზახის ნახევარზე მეტი მიწის დონეზე, მწვანე კორიდორში გადიოდა.
კბილანებიანი რკინიგზა 2006 წელს დაიხუტა მეტროდ გადასაკეთებლად. მოძრავი შემადგენლობა ქალაქ ვილარ-დე-ლანს მიჰყიდეს იქმშენებარე კბილანებიანი რკინიგზისთვის.
М2-ის პროექტი 2001 წელს იქნა შემუშავებული. 2002 წელს რეფერენდუმზე მოიწონეს და დაფინანსდა კიდეც.
სადგური | ახალი/არსებული | განლაგება | გაჩერების დრო |
---|---|---|---|
Ouchy | არსებული | მიწისზედა, გაიხსნა | 70" |
Jordils | არსებული | მიწისზედა, გაიხსნა | 25" |
Délices | ახალი | მიწისზედა, დახურულ შენობაში | 25" |
Montriond | დაიხურა | მიწისზედა, გაიხსნა | - |
Grancy | ახალი | მიწისზედა, გაიხსნა | 25" |
Gare CFF | არსებული | მიწისქვეშა | 35" |
Flon | არსებული | მიწისქვეშა | 35" |
Riponne | ახალი | მიწისქვეშა | 35" |
Bessières | ახალი | მიწისქვეშა | 25" |
Ours | ახალი | მიწისქვეშა | 35" |
CHUV | ახალი | მიწისქვეშა | 35" |
La Sallaz | ახალი | მიწისზედა, დახურულ შენობაში | 35" |
Fourmi | ახალი | მიწისქვეშა | 25" |
Vennes | ახალი | მიწისქვეშა | 25" |
Les Croisettes | ახალი | მიწისქვეშა | 70" |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლოზანის საზოგადოებრივი ტრანსპორტი (TL) დაარქივებული 2011-02-19 საიტზე Wayback Machine.
- ლოზანის მეტრო დაარქივებული 2014-03-28 საიტზე Wayback Machine.
- М2-ის ოფიციალური საიტი (ფოტო, ინფორმაცია) დაარქივებული 2016-04-22 საიტზე Wayback Machine.
- ლოზანის მეტროს სქემა საიტზე Urbanrail დაარქივებული 2006-12-31 საიტზე Wayback Machine.
- ლოზანა ́ (ფოტო) დაარქივებული 2008-06-03 საიტზე Wayback Machine.