ლოდობანას ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი
ლოდობანას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში.
ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა, ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ტუფის ქვით კირ-დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აფსიდა ნახევარწრიულია და მხრით გამოყოფილი. ინტერიერში დევს ადრეშუა და სამცხე-ჯავახეთის გარდამავალი ხანისთვის მახასიათებელი ვარდულის სტილიზებული მედალიონის რელიეფულგამოსახულებიანი ქვა. იგი ძლიერ დაზიანებულია, ხოლო კედლები შემორჩენილია სანახევროდ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38188