ლოდის პროვინცია
ლოდის პროვინცია (იტალ. Provincia di Lodi) — პროვინცია იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია ლოდი. ჩრდილოეთით ესაზღვრება მილანის პროვინცია, აღმოსავლეთით — კრემონის, სამხრეთით — ემილია-რომანია (პიაჩენცის პროვინცია), დასავლეთით კი პავიის პროვინციები.
შეიქმნა 1992 წლის 6 მარტს, მილანის პროვინციისგან 61 კომუნის გამოყოფის შედეგად.
პროვინციის ფართობი 782 კმ²-ია, მოსახლეობა 209 874 (2005). შედგება 61 კომუნისგან.
კომუნებირედაქტირება
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ძირითადი კომუნებია:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
ლოდი | 42 699 |
კოდონო | 15 056 |
კაზალპუსტელენგო | 14 639 |
სანტ-ანჯელო-ლოდიჯანო | 12 690 |
ლოდი-ვეკიო | 7 220 |
ზელო-ბუონ-პერსიკო | 6 007 |
ტავაცანო-კონ-ვილავესკო | 5 373 |
მულაცანო | 5285 |
კასტილონე-დ’ადა | 4 874 |