ლიუდმილ სტოიანოვი

ლიუდმილ სტოიანოვი (დ. 6 თებერვალი, 1886, კოვაჩევიცა — გ. 11 აპრილი, 1973, სოფია) — ბულგარელი მწერალი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ბულგარეთის კულტურის სახალხო მოღვაწე (1963).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1914 წლიდან. თავდაპირველად იყო სიმბოლისტი, რაც გამოვლინდა ლექსების კრებულებში „მოჩვენებები გზაჯვარედინზე“ (1914) და „მახვილი და სიტყვა“ (1917). შემდეგ დაუახლოვდა სოციალისტურ რეალიზმს: კრებულები „წინაპარი“ (1925), „წმიდათაწმიდა“ (1926), „მიწიერი ცხოვრება“ (1939). ავტორია მოთხრობებისა „პოლკოვნიკ მატოვის ვერცხლის ქორწილი“ (1933), „ქოლერა“ (1935), „ბავშვობა“ (1962) და რომანი „განთიადისას“ (1945).

ლიტერატურა

რედაქტირება