ლიტვის სტატუტები
ლიტვის სტატუტები — ლიტვის დიდი სამთავროს ფეოდალური სამართლებრივი კოდექსები. მიღებულია 1529, 1566 და 1588 წლებში. ლიტვის სტატუტების წყარო იყო ჩვეულებითი სამართალი, დიდ მთავართა კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა, აგრეთვე რომაული, პოლონური და გერმანული სამართალი. ლიტვის სტატუტები შეიცავს სახელმწიფო, სისხლისა და სამოქალაქო სამართალს, სასამართლო წყობილებისა და პროცესის ნორმებს; ასახავს შლიახტის ეკონომიკური და პოლიტიკური როლის ზრდას, ყმა გლეხთა ერთიანი წოდების ჩამოყალიბებას. 1588 წლის სტატუტმა, ლუბლინის უნიის საწინააღმდეგოდ განამტკიცა ლიტვის დიდი სამთავროს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 1588 წლის სტატუტის ორიგინალი დაარქივებული 2018-07-05 საიტზე Wayback Machine.