ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომი (1432-1438)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომი.
ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომი

ლიეტუვა და პოლონეთი XV საუკუნის დასაწყისში.
თარიღი 1432-1438
მდებარეობა ლიტვის დიდი სამთავრო, პრუსია, ვოლინი
შედეგი სიგიზმუნდის გამარჯვება
მხარეები
სვიდრიგაილოს მომხრეები სიგიზმუნდის მომხრეები
მეთაურები
სვიდრიგაილო სიგიზმუნდ კეისტუტოვიჩი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი პოლონეთის სამეფოსა და მის ვასალ ლიტვის დიდ სამთავროს შორის, რომელიც დაიწყო სვიდრიგაილოს დიდ მთავრად არჩევის შემდეგ.

სვიდრიგაილოს მიერ ლიტვის დიდი სამთავროს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ პოლონეთთან ურთიერთობები გაართულა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ რაც პოლონელებმა დაიკავეს პოდოლია. მალევე დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც სვიდრიგაილოს მხარეს ჩაებნენ ტევტონთა ორდენის რაინდები, რომელთაც უკვე ომი ჰქონდათ გამოცხადებული პოლონეთთან.

კონფლიქტმა სამოქალაქო ომის სახე მიიღო 1432 წელს, მას შემდეგ, რაც პოლონელების დახმარებით სამთავროს ტახტის კანდიდატმა სიგიზმუნდმა სვიდრიგაილო გარდაცვლილად გამოაცხადა და დაიკავა მისი ადგილი.

სამოქალაქო ომის აქტიური ფაზა გაგრძელდა 1435 წლამდე, როდესაც ვილკომირის გადამწყვეტ ბრძოლაში სვდრიგაილოს და მისი მომხრეების არმია დაამარცხეს სიგიზმუნდის მომხრეთა არმიამ. სვიდრიგაილოს ჯარები საბოლოოდ დაამარცხეს 1437 წელს.

სიგიზმუნდი ხელისუფებაში დარჩა 8 წლის განმავლობაში, 1440 წელს იგი შეთქმულებმა მოკლეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Biskup M., Labuda G. Dzieje zakonu krzyżackiego w Prusach. — Gdańsk: Wydawnictwo Morskie, 1986.
  • Kosman M. Orzeł i pogoń. Z Dziejów polsko-litewskich XIV—XX w. — Warszawa, 1992.
  • Lewicki A. Powstanie Swidrygiełły. Ustęp z dziejów unii Litwy z Koroną. — Kraków, 1892.
  • Matusas J. Švitrigaila Lietuvos didysis kunigaikštis. — Vilnius: Mintis, 1991.
  • Nikodem J. Przyczyny zamordowania Zygmunta Kiejstutowicza // Białoruskie Zeszyty Historyczne. — Białystok, 2002. — Nr. 17. — S. 5—33.
  • Nikodem J. Stosunki Swidrygiełły z Zakonem Krzyżackim w latach 1430—1432 // Białoruskie Zeszyty Historyczne. — Białystok, 2000. — Nr. 14. — S. 5—32.
  • Nikodem J. Wyniesienie Świdrygiełły na Wielkie Księstwo Litewskie // Białoruskie Zeszyty Historyczne. — Białystok, 2003. — Nr. 19. — S. 5—31.