აბრაამ ლინკოლნი

აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი
(გადამისამართდა გვერდიდან ლინკოლნი, აბრაამ)

აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln [ˈlɪŋkən]; დ. 12 თებერვალი, 1809 — გ. 15 აპრილი, 1865) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე, როდესაც ის მოკლეს. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. ლინკოლნი უმეტესწილად იყო თვითნასწავლი და პროფესიით ადვოკატი გახდა. 1830-იან წლებში იგი ასევე იყო ვიგების პარტიის ლიდერი და ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ასევე 1 ვადით 1847-1849 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოღვაწეობდა.

აბრაამ ლინკოლნი
Abraham Lincoln
აბრაამ ლინკოლნი Abraham Lincoln
აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1861 – 15 აპრილი, 1865
ვიცე-პრეზიდენტი  ჰანიბალ ჰამლინი (1861-1865),
ენდრიუ ჯონსონი (1865)
წინამორბედიჯეიმზ ბიუკენენი
მემკვიდრეენდრიუ ჯონსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1847 – 3 მარტი, 1849

დაბადებული12 თებერვალი, 1809
ჰარდინი, კენტუკი
გარდაცვლილი15 აპრილი, 1865
ვაშინგტონი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიავიგი (1832-1854), რესპუბლიკური პარტია (1854-1864), ეროვნული კავშირი (1864-1865)
მეუღლემერი ტოდ ლინკოლნი
საქმიანობაადვოკატი
ხელმოწერა

ლინკოლნს ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა, მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს, როდესაც აშშ-ის სამხრეთ ნაწილის თითქმის მხარდაჭერის გარეშე, ამავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, რითაც იგი პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა. მისი არჩევა გახდა სიგნალი 7 სამხრეთული მონათმფლობელი შტატისთვის, რომ დამოუკიდებლობა გაეცხადებინათ და გამოყოფოდნენ შტატებს. ამ ყველაფერმა ლინკოლნის პარტიას საშუალება მისცა კონგრესზე კონტროლისა, მაგრამ არანაირი კომპრომისების და ცვლილებებზე გამოსავალი არ მოიძებნა. ლინკოლნმა მეორე ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ორივე პარტია აპროტესტებს ომს, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა შეიძლება დაიწყოს ომი, რომელშიც ნაციას აძლევთ საშუალებას გადარჩენის, მეორემ კი უნდა მიიღოს ომი, რომლებიც დაიღუპებიან, და ომი დადგეს“

სამოქალაქო ომის დროს იგი პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც იუნიონის გამარჯვებით დასრულდა. ლინკოლნი მთელი ომის განმავლობაში წარმატებით ცდილობდა არ დაეშვა დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია. მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება. გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია 1863 წელს, რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა. 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს, იგი სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ის აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. მეცნიერების მიერ იგი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. ლინკოლნის პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

ოჯახი და ბავშვობა

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

აბრაამ ლინკოლნი დაიბადა 1809 წლის 12 თებერვალს, რომელიც იყო მეორე შვილი თომას და ნენსი ლინკოლნების, ერთ-ოთახიანი ხის ქოხში სინკინგ სპრინგის ფერმაში, რომელიც ჰარდინის საგრაფოში, კენტუკში მდებარეობდა[1] (ამჯერად ლარუა საგრაფო). ლინკოლნის ბაბუამ მამის მხრიდან, მისი ოჯახი ვირჯინიადან კენტუკში გადაიყვანა,[2][3] სადაც მას აუჯანყდნენ და მოკლული იქნა ინდიელების მიერ 1786 წელს მის შვილებთან ერთად, რომელთა შორის ლინკოლნის მამა - თომასი იყო, რომელსაც ეძებდნენ.[3] თომასი გადარჩა, თუმცა ახლოს იყო სიკვდილთან.[4] ლინკოლნის დედა - ნენსი იყო ლუსი ჰენკსის ქალიშვილი, რომელიც დაბადებული იქნა მინერალ ქანთრში, დასავლეთ ვირჯინიაში, მაშინდელ ვირჯინიაში. ლუსი ნენსისთან ერთად კენტუკიში გადავიდა. ნენსი ჰენკსი დაქორწინდა თომასზე, რის შედეგადაც მან მოქალაქეობა მიიღო უმალვე. მან შეძლო რამდენიმე ფერმის შესყიდვა და მოგვიანებით გაყიდვა, მათ შორის ნობ კრიკის ფერმის. ოჯახი ესწრებოდა ბაპტისტების შეკრებებს ეკლესიაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ალკოჰოლს, ცეკვას და ქურდობას.[5] თომასმა დიდი სტატუსი შეიძინა კენტუკიში, სადაც ის იჯდა როგორც ჟიური, აწარმოებდა პატრულირებას სოფელში და ასევე იცავდა პატიმრებს. როდესაც მისი ვაჟი - აბრაამი დაიბადა, თომასის მფლობელობაში უკვე ორი 600 აკრიანი (240 ჰექტარი) მიწები ჰქონდა, თავისივე პირუტყვით და ცხენებით. ამით თომასი ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა სოფელში.[2][6] მიუხედავად ამისა, 1816 წელს თომასმა დაკარგა ყველა მისი მიწა სასამართლოზე, მისი ყალბი მიწის მფლობელობის გამო.[7]

 
ახალგაზრდა ლინკოლნის სკულპტურა სენ პარკში, ჩიკაგო

ოჯახი გადავიდა ჩრდილოეთით ოჰაიოს ტერიტორიაზე (რომელიც არა მონური ტერიტორია იყო) და დაიწყეს ახალი ცხოვრება პერი ქანთრიში, რომელიც ამჯერად სპენსერის საგრაფოა ინდიანას შტატში. ლინკოლნმა მოგვიანებით აღნიშნა მისი გადასვლა იყო „ნაწილობრივ მონობაზე აგებული“, თუმცა უმეტესწილას მიწის სიძნელეების გამო იყო გამოწვეული.[7] ინდიანაში, როდესაც ლინკოლნი 9 წლის იყო, მისი დედა ნენსი გარდაიცვალა მოწამლული რძისგან 1818 წელს.[8] დედის გარდაცვალების შემდეგ, მისმა უფროსმა დამ - სარამ აიღო მასზე ზრუნვის მოვალეობები მანამ, სანამ მამა მეორედ არ დაქორწინდებოდა 1819 წელს. სარა მოგვიანებით 20 წლის ასაკში მშობიარობას გადაყვა, როდესაც უკვე გარდაცვლილ ვაჟს ბადებდა.[9]

თომას ლინკოლნის ახალი მეუღლე იყო ქვრივი სარა ბუშ ჯონსტონი, რომელიც 3 შვილის დედა იყო. ლინკოლნი ძალიან დაუახლოვდა მის დედინაცვალს, რომელსაც მას ხშირად „დედად“ მოიხსენიებდა.[10] როგორც 10 წლის ბავშვი, ლინკოლნს არ მოსწონდა მძიმე მუშაობა, რომელიც დაკავშირებული იყო სიკვდილის ზღვართან, რის გამოც მას ხშირად როგორც ოჯახი, ასევე სამეზობლო მას ზარმაც პიროვნებად აღიქვამდა.[11][12] როგორც კი წამოიზარდა, მან პასუხიმგებლობა აიღო ოჯახში როგორც ვაჟმა და დაიწყო გიტარაზე დაკვრა რკინიგზის შენობაში. მან მოიპოვა დიდი სიმამაცის და ტანადის იმიჯი ძალიან კონკურენტიან შეჯიბრში, სადაც მან გამოწვევა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე ხულიგნური დაჯგუფების „the Clary's Grove boys“ ლიდერისგან.[13] ლინკოლნი ასევე დათანხმდა ვაჟის ობლიგაციებს, რისი მიხედვითაც, სამსახურიდან ყოველ ნაშოვნ ფულს, ის მამამისს მისცემდა 21 წლამდე.[8] მოგვიანებით, ლინკოლნი ზოგჯერ თხოვდა ხოლმე მამამისს მისი ნაშრომიდან ფულს.[14] დრო და დრო, ლინკოლნი ხდება მამისგან დაშორებით, მამის სწავლის გამო. მაშინ როდესაც ახალგაზრდა ლინკოლნი წელიწადში რამდენიმე კლასს გადიოდა ხანდაზმულ მასწავლებლებთან, უმეტესწილად კი თავად იღებდა განათლებას კითხვით, რომელიც ის სოფელში ყოველ ახალ გამოჩენილი წიგნიდან იღებდა. მაინც წაიკითხა და გადაიკითხა მეფე ჯეიმზის ბიბლია, ოზოპის ფაბლსი, ბანიანი პილგრიმის პროგრესი, დეფოს რობინზონ კრუზო და ბენჯამინ ფრანკლინის ავტობიოგრაფია.[15][16]

1830 წელს, რძის ავადმყოფობის გამო, რომელიც ოჰაიოს მდინარეზე გავრცელდა, ლინკოლნის ოჯახი დასავლეთისკენ გადავიდა, სადაც მათ მაკონ საგრაფოში დაიდეს ბინა, ილიონოისში, რომელიც ასევე თავისუფალი, არა-სამონო შტატი იყო.[17] 1831 წელს, თომასმა ოჯახი კოულის საგრაფოში (ილინოისი) გადაიყვანა. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ამბიციურმა 22 წლის ლინკოლნმა გადაწყვიტა გზა თავისით გაეკვლია უკეთესი ცხოვრებისთვის. კანოეთი მდინარეს გაყოლილი ლინკოლნი ნიუ-სალემის დასახლებაში აღმოჩნდა, სანგამონის საგრაფოში.[18] 1831 წლის გაზაფხულისთვის, ნიუ-ჰალემის ბიზნესმენმა დენტონ ოფუტმა მის მეგობრებთან ერთად, აიღო წყალზე გასასვლელი ვაჭრობა ნიუ-სალემსა და ნიუ-ორლეანს შორს, სანგამონის გავლით ილინოისში და მისისიპის მდინარეზე. მას შემდეგ რაც ის ჩავიდა ნიუ-ორლეანსში და შეესწრო ქურდობას, მან შინ დაბრუნება გადაწყვიტა.[19]

დაოჯახება და შვილები

რედაქტირება

ლინკოლნის პირველი რომანტიკული ინტერესი იყო ანა რათლეჯი, რომელსაც ის ნიუ-სალემში გადასვლისას შეხვდა. 1835 წელს, მათ ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა, თუმცა ფორმალურად არ დაქორწილებულან. ანა 22 წლის ასაკში გარდაიცვალა 1835 წლის 25 აგვისტოს, იმ დროინდელი მეტად გავრცელებული დაავადება - ტიფის დროს.[20] 1830-იანი წლების ადრეულ პერიოდში ის შეხვდა მერი ოუენს, რომელიც კენტუკიდან იყო, თუმცა მის დას სტუმრობდა. 1836 წლის მოგვიანებით, ლინკოლნი დათანხმდა, რომ ის დაიწყებდა შეხვედრას მერისთან თუ დაბრუნდებოდა ნიუ-სალემში. მერი 1836 წლის ნოემბერში დაბრუნდა, რასაც მათი ურთიერთობა მოჰყვა, მიუხედავად ამისა, მათ ამ ურთიერთობაზე სხვადასხვა ფიქრები ჰქონდათ. 1837 წლის 16 აგვისტოს, ლინკოლნმა მერის მიწერა წერილი, სადაც ის სთავაზობდა, რომ სურდა ურთიერთობას გაწყვეტა სადაც დიდ იმედს იტოვებდა, რომ მერი მასზე ნაწყენი არ იქნებოდა. მერის არასდროს უპასუხია ამ წერილისთვის, რაც მათი ურთიერთობის დასასრული იყო.[21]

1840 წელს, ლინკოლნი დაქორწინდა მერი ტოდზე, რომელიც იყო მდიდარი მონათ-მფლობელის ოჯახიდან, ლექსინგტონიდან, კენტუკიდან.[22] ისინი ერთმანეთს სპრინგფილდში, ილინოისის შტატში შეხვდნენ 1839 წლის დეკემბერში[23] და დაინიშნენ მომდევნო დეკემბერს.[24] ქორწილი დანიშნული იყო 1841 წლის 1 იანვარს, თუმცა იქნა გაუქმებული ლინკოლნის ინიციატივით, როდესაც ისინი დაშორდნენ კიდეც.[23][25] ისინი მოგვიანებით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს წვეულებაზე და ქორწილიც 1842 წლის 4 ნოემბერს ჰქონდათ სპრინგფილდში, მერის დაქორწინებულ დასთან.[26] ქორწილის მზადების დროს კვლავ განგაშის გრძნობდა ლინკოლნი, რომელსაც როდესაც ჰკითხეს თუ როდის მიდიოდა, მან უპასუხა: „ჯოჯოხეთში, ვვარაუდობ“.[27]

1844 წელს, წყვილმა შეიძინა სახლი სპრინგფილდში, ლინკოლნის საადვოკატო ბიუროსთან ახლოს. მერი ტოდ ლინკოლნი უვლიდა სახლს, ხშირად ნათესავის დახმარებით ან დაქირავებული მოახლესთან ერთად.[28] რობერტ ტოდ ლინკოლნი დაიბადა 1843 წელს, ხოლო ედუარდ ბეიკერ ლინკოლნი (ედი) 1846 წელს. აღსანიშნავია ლინკოლნის სიყვარული ბავშვების მიმართ,[29] რომელიც არ იყო მკაცრი შვილების მიმართ.[30] ედუარდი გარდაიცვალა 1850 წლის 1 თებერვალს ტუბერკულოზის გამო. უილი ლინკოლნი დაიბადა 1850 წლის 21 დეკემბერს და გარდაიცვალა 1862 წლის 20 თებერვალს. ლინკოლნის მეოთხე შვილი თომას „ტედ“ ლინკოლნი დაიბადა 1853 წლის 4 აპრილს და გარდაიცვალა 1871 წლის 16 ივლისს 18 წლის ასაკში გულის შეტევით.[31] რობერტი იყო მხოლოდ ერთადერთი ლინკოლნის შვილი, რომელმაც უფროს ასაკამდე მიაღწია და ჰყავდა შვილებიც. მისი უკანასკნელი შთამომავალი იყო შვილიშვილი რობერტ ტოდ ლინკოლნ ბექუითი, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა.[32]

ორივე მშობელზე დიდი გავლენა მოახდინა შვილების დაკარგვამ. მოგვიანებით, მერის ჰქონდა პრობლემები სტრესთან დაკავშირებით, ასევე რობერტ ლინკოლნი იყო დროებით ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსასწორებლად საავადმყოფოში 1875 წელს.[33] აბრაამ ლინკოლნს ჰქონდა პრობლემები მელანქოლიასთან დაკავშირებით, რომელსაც ამჯერად კლინიკურ დეპრესიებს უწოდებენ.[34]

ლინკოლნის სიმამრი ცხოვრობდა ლექსინგონში, კენტუკის შტატში. ის და სხვა ტოდის ოჯახი იყვნენ ან მონათ-მფლობელები, ან მონათ-მოვაჭრეები. ლინკოლნი იყო ტოდთან ახლოს, ამიტომ ის ხშირად სტუმრობდა ლექსინგონში ხოლმე.[35] ლინკოლნი იყო ძალიან თბილი როგორც ქმარი და მამა 4 შვილისა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ატარებდა დროს მათთან.

ადრეული კარიერა და მილიციაში მსახურობა

რედაქტირება

1832 წელს, როდესაც ლინკოლნი 23 წლის იყო, მან და მისმა პარტნიორმა შეიძინეს პატარა გენერალური მაღაზია კრედიტით ნიუ-სალემში, ილინოისის შტატში. მიუხედავად ამისა, რეგიონში ეკონომიკას ცუდი პერიოდი ედგა, რის გამოც ლინკოლნმა მისი წილი მალევე გაყიდა. იმავე მარტის თვეში, ლინკოლნმა დაიწყო პოლიტიკური კარიერა მისი პირველი ილინოისის გენერალური ასამბლეის კამპანია. მან მიაღწია ადგილობრივ პოპულარობას, სადაც შეეძლო ხალხის დიდი მასა მიეზიდა მისი ლაპარაკის დროს ნიუ-სალემში, რომელსაც არ ჰყოფნიდა ძლიერი განათლება, გავლენიანი მეგობრები და ფული, რის გამოც მან მალევე დაკარგა პოპულარობა. ის ასევე გამოვიდა სანავიგაციო გაუმჯობესების შესახებ სენგამონის მდინარესთან.[36]

 
კანდიდატ აბრაამ ლინკოლნის ესკიზი

არჩევნებამდე, ლინკოლნი მსახურობდა ილინოისის მილიციაში კაპიტნის პოსტზე შავი ქორის ომის დროს 1832 წელს.[37] დაბრუნების შემდეგ, ლინკოლნი აგრძელებს მის კამპანიას 6 აგვისტოს არჩევნებისთვის ილინოისის მთავარი ასამბლეისთვის. ლინკოლნი იყო 193 სმ სიმაღლის,[38] საკმაოდ ღონიერი, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგე შეეშინებინა. პირველი განცხადებით გამოსვლის დროს, როდესაც მან დაინახა, რომ მისი მომხრეზე თავდასხმა განხორციელდა ხალხის ბრბოში, ლინკოლნმა ერთი ხელით კისერში და ერთი ხელით შარვალში მოკიდა და მოისროლა.[39] ლინკოლნმა დაასრულა მე-8 ადგილით ცამეტიდან (სადაც მოგვიანებით საუკეთესო 4 იქნა არჩეული), ასევე აღსანიშნავია, რომ ნიუ-სალემის ოლქში, მან 300 ხმიდან 277 მიიღო.[40]

ლინკოლნი ნიუ-სალემში მსახურობდა, როგორც ფოსტალიონი, მოგვიანებით კი ოლქის ინსპექტორად, სადაც ყოველივე საქმის შესრულების დროს, პოემებს კითხულობდა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა გამხდარიყო ადვოკატი და დაიწყო კანონების თვით-შესწავლა ბლექსტოუნის ინგლისის კანონების წიგნის კომენტარების კითხვით. მისი სწავლის მეთოდს, ლინკოლნმა შემდეგნაირად უწოდა: „მე არავისთან ერთად არ ვსწავლობდი“.[41] 1834 წელს, მისი მეორე კამპანია წარმატებული იქნა. მან მოახერხა შტატის კანონმდებლობების არჩევნებში მოგება, სადაც ის როგორც ვიგის პარტიის წარმომადგენელი წარდგა. ბევრი დემოკრატების წევრი დაეხმარა მას უფრო გავლენიანი ვიგების წინააღმდეგ.[42] ის ადვოკატების კოლეგიაში 1836 წელს იქნა მიღებული,[43] რასაც მისი სპრინგფილდ, ილინოისში გადასვლა მოჰყვა და გადიოდა პრაქტისებს ჯონ სტუარტის დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც მერი ტოდის ბიძაშვილი იყო.[44] ლინკოლნი შეძლებული და წარმატებული ადვოკატი გახდა, რომელმაც ძლიერი მეტოქის რეპუტაცია მოიპოვა დაკითხვებსა და ახლო არგუმენტებში. ის პარტნიორობდა სტეფენ ლოგანთან 1841-1844 წლებში, როდესაც დაიწყო მისი პრაკტიქები უილიამ ჰერნდონთან ერთად, რომელიც ლინკოლნს „ახალგაზრდა მსწავლელ ყმაწვილად“ ახასიათებს.[45] ლინკოლნმა 4 წარმატებული ვადით იმსახურა ილინოისის წარმომადგენლების სახლში, რომელიც წარმოადგენდა სენგამონის საგრაფოს ვიგებს.[46]

1835-1836 წლების საკანონმდებლო სესიაზე, მან ხმა მისცა თეთრი მამაკაცების საარჩევნო ხმის მიცემის უფლების გაფართოებას, იყვნენ მიწათ-მფლობელები თუ არა.[47] ის იყო ცნობილი მისი „თავისუფალი მიწის“ პოზიციით, რომელიც მონობას და აბოლიციონიზმს ეწინააღმდეგებოდა. პირველი განცხადება ამის შესახებ მან 1837 წელს გააკეთა, როდესაც განაცხადა: „მონობის ინსტუტი დაფუძნებულია არასამართლიანობაზე, რაც ცუდი პოლიტიკის ბრალია, თუმცა ამის მიმღები, მის გავრცობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ამ ბოროტების შემცირებაზე“.[48] ის ყურადღებით მიჰყვებოდა ჰენრი კლეის ამერიკის კოლონიზაციის სახალხო პროგრამას, რომელიც მონობის სრულ გაუქმებას ემსახურებოდა და ცდილობდა დახმარებოდა მონების გათავისუფლებას.[49]

კონგრესმენი ლინკოლნი

რედაქტირება

1830 წლიდან მოყოლებული, ლინკოლნი მტკიცედ იდგა ვიგების რიგებში და 1861 წელს განაცხადა კიდეც, რომ „გახლდა ძველი ვიგი, ჰენრი კლეის მოსწავლე“.[50] პარტია, მათ შორის ლინკოლნი პრივილეგიას ეკონომიკის მოდერნიზაციას ანიჭებდნენ საბანკო სფეროში, შიდა საფინანსო სიტუაციების გაუმჯობესებას, მათ შორის სარკინიგზო გზის, ასევე ემხრობოდა ურბანიზაციის საკითხს.[51]

1846 წელს, ლინკოლნი არჩეული იქნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მან 1 ორწლიანი ვადით იმოღვაწევა. ის იყო ერთადერთი ვიგი ილინოისის დელეგაციაში, თუმცა წარმოაჩინა პარტიისადმი თავისი ლოიალურობა, მიიღო მონაწილეობა ყველა ხმის მიცემაში და სიტყვით გამოსვლაში, რომელიც პარტიას წარმოაჩენდა.[52] ლინკოლნმა აბოლიციონისტ კონგრესმენ ჯოშუა გიდინგსთან თანამშრომლობით დაწერა კანონპროექტი, კოლუმბიის ოლქში მონობის აკრძალვის შესახებ, რომელიც ასევე მონათმფლობელების კომპენსაციას ითვალისწინებდა, ასევე გაქცეული მონების დაბრუნების ორგანოს შექმნას, ამ საკითხზე კი საერთო ხმის მიცემას. მან გააუქმა კანონპროექტი, როდესაც საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო ვიგი მხარდამჭერებისგან.[53] საგარეო და საომარი პოლიტიკის თაობაზე, ლინკოლნი გამოვიდა ამერიკა-მექსიკის ომის წინააღმდეგ.[54] ლინკოლნი ასევე მხარს უჭერდა უილმოტ პროვისოს იმის შესახებ, რომ თუ ის იქნებოდა მიღებული აშშ-ის ტერიტორიაზე მექსიკიდან, თავისუფალი იქნებოდა მონობიდან.[55]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Donald (1996), pp. 20–22.
  2. 2.0 2.1 Pessen, pp. 24–25.
  3. 3.0 3.1 White, pp. 12–13.
  4. Donald (1996), p. 21.
  5. Donald (1996), pp. 22–24.
  6. Lamb, p. 189.
  7. 7.0 7.1 Sandburg (1926), p. 20.
  8. 8.0 8.1 Donald (1996), pp. 30–33.
  9. Donald (1996), p. 20.
  10. Donald (1996), pp. 26–27.
  11. White, pp. 25, 31, 47.
  12. Donald (1996), p. 33.
  13. Donald (1996), p. 41.
  14. Donald (1996), pp. 28, 152.
  15. Donald (1996), pp. 29-31, 38–43
  16. Merrill D. Peterson (1995). Lincoln in American Memory. Oxford U.P., გვ. 110. ISBN 9780199880027. 
  17. Donald (1996), p. 36.
  18. Thomas (2008), pp. 23–53; Carwardine (2003), pp. 3–5.
  19. Sandburg (1926), pp. 22–23.
  20. Donald (1996), pp. 55–58.
  21. Donald (1996), pp. 67–69; Thomas (2008), pp. 56–57, 69–70.
  22. Lamb, p. 43.
  23. 23.0 23.1 Sandburg (1926), pp. 46–48.
  24. Donald (1996), p. 86.
  25. Donald (1996), p. 87.
  26. Sandburg (1926), pp. 50–51.
  27. Donald (1996), p. 93.
  28. Baker, p. 142.
  29. White, p. 126.
  30. Baker, p. 120.
  31. White, pp. 179–181, 476.
  32. Jason Emerson (2012). Giant in the Shadows: The Life of Robert T. Lincoln. SIU Press, გვ. 420. ISBN 9780809330553. 
  33. Steers, p. 341.
  34. Shenk, Joshua Wolf. (October 2005)Lincoln's Great Depression. The Atlantic. The Atlantic Monthly Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-20. ციტირების თარიღი: 2013-01-18.
  35. Foner (1995), pp. 440–447.
  36. Winkle ch 7–8.
  37. Winkle, pp. 86–95.
  38. Sandburg (2002), p. 14
  39. Donald (1996), p. 46.
  40. Winkle, pp. 114–116.
  41. Donald (1996), pp. 53–55.
  42. White, p. 59.
  43. Donald (1996), p. 64.
  44. White, pp. 71, 79, 108.
  45. Donald (1948), p. 17.
  46. Simon, p. 283.
  47. Simon, p. 130.
  48. Donald (1996), p. 134.
  49. Foner (2010), pp. 17–19, 67.
  50. Donald (1996), p. 222.
  51. Boritt (1994), pp. 137–153.
  52. Oates, p. 79.
  53. Harris, p. 54; Foner (2010), p. 57.
  54. Heidler (2006), pp. 181–183.
  55. Holzer, p. 63.