ლინდა ჰარისონი
ლინდა ჰარისონი (ინგლ. Linda Harrison; დ. 24 ივლისი, 1945) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი.
ლინდა ჰარისონი | |
---|---|
დაბადების სახელი | ლინდა ჰარისონი |
დაბადების თარიღი |
24 ივლისი 1945 ბერლინი, მერილენდი, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი |
აქტიური | 1961-2001 |
მეუღლე(ები) |
რიჩარდ ზანუკი (1969-1978; განქორწინებული) |
ბიოგრაფია
რედაქტირებალინდა ჰარისონი დაიბადა 1945 წლის 24 ივლისს, მერილენდის შტატის ქალაქ ბერლინში. 16 წლის ასაკში გაიმარჯვა კონკურსში „მის ბერლინი“, რის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც სამოდელი ბიზნესით დაკავდა. მისი კინოკარიერა 1960-იანი წლებიდან დაიწყო. თავდაპირველად სერიალებში თამაშობდა, შემდეგ როლებს იღებდა კინოფილმებში.
პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფანტასტიკური ჟანრის ფილმში „მაიმუნების პლანეტა“, სადაც მუნჯი „ნოვა“-ს სახე განასახიერა. ფილმმა წარმატება მოიპოვა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც ჰქონდა. ორი წლის შემდეგ მსახიობმა ითამაშა ამ ფილმის გაგრძელებაში.
მოგვიანებით ძირითადად ისევ სერიალებში თამაშობდა. 1975 წელს ითამაშა ფილმში „აეროპორტი 1975“. 2001 წელს გამოვიდა ტიმ ბარტონის „მაიმუნების პლანეტა“, სადაც ჰარისონს ხვდა წილად მცირე როლი.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1966 — „მსუქანი ჯაშუში“ (ინგლ. The Fat Spy)
- 1967 — „გიდი დაქორწინებული მამაკაცისთვის“ (ინგლ. A Guide for the Married Man)
- 1968 — „მაიმუნების პლანეტა“ (ინგლ. Planet of the Apes)
- 1970 — „მაიმუნების პლანეტის ქვეშ“ (ინგლ. Beneath The Planet Of The Apes)
- 1974 — „აეროპორტი 1975“ (ინგლ. Airport 1975)
- 1985 — „მუხლუხის პარკი“ (ინგლ. Cocoon)
- 1988 — „მუხლუხის პარკი 2: დაბრუნება“ (ინგლ. Cocoon: The Return)
- 2001 — „მაიმუნების პლანეტა“ (ინგლ. Planet of the Apes)