ლინდა დარნელი (ინგლ. Linda Darnell; დ. 16 ოქტომბერი, 1923 — გ. 10 აპრილი, 1965) — ამერიკელი მსახიობი. ბავშვობიდან მოდელობდა, შემდეგ კი სამსახიობო კარიერა განაგრძო. დედის ძალისხმევით იგი პირველად ფილმში გადაიღეს 1939 წელს, და გამოჩნდა მეორეხარისხოვანი როლებით დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმებში, ფილმები წარმოებული იყო ამერიკული ფილმის სტუდიის, „20th Century Fox“-ის მიერ. ტაირონ ფოუვერთან ერთად თამაშობდა სათავგადასავლო ფილმებში. 1947 წელს გადაიღეს ამერიკულ რომანტიკულ დრამაში, „სამუდამოდ ამბერი“, სადაც მან მთავარი როლი ითამაშა. 1948 წელს ითამაშა ამერიკულ შავ-კომედიაში „მხოლოდ თქვენი“, ხოლო 1949 წელს მონაწილეობა მიიღო ამერიკულ რომანტიკულ დრამაში, „წერილი სამ ცოლს“, ამ ფილმებში შესრულებული როლებით მან კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

ლინდა დარნელი
Linda Darnell - publicity.JPG
დარნელი 1940-იან წლებში
დაბადების სახელი მონეტა ილოიზა დარნელი
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1923
დალასი, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 10 აპრილი, 1965 (1965-04-10) (56 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1939–1965
მეუღლე(ები) პევერელ მარლი (იქ. 1943–51)
ფილიპ ლიბმენი (იქ. 1954–55)
მერლი როი რობერტსონი (იქ. 1957–63)
შვილ(ებ)ი 1

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლინდა დარნელი დაიბადა 1923 წლის 16 ოქტომბერს, დალასში, ტეხასში, აშშ-ში. იყო კალვინ როი დარნელის (1888-1977) და მარგარეტ ბრაუნის (1892-1966) ქალიშვილი. იყო ერთ-ერთი ოთხი შვილიდან, გარდა ამისა, ჰყავდა ორი ნახევარ და-ძმა დედის ადრეული ქორწინებიდან. მისი მშობლები ქორწინებაში ბედნიერნი არ იყვნენ, და იგი ოჯახური პრობლემების და არეულობის გამო, მორცხვად და თავშეკავებულ გოგოდ გაიზარდა.[1]:15 15 წლის ასაკში, დედამისს ლინდასთვის დიდი კარიერული გეგმები ჰქონდა.[2] მას სჯეროდა რომ მისი შვილებიდან ერთადერთი იყო, რომელსაც სამსახიობო კარიერის პოტენციალი ჰქონდა.

მის და-ძმებზე დაყრდნობით, დარნელმა დიდი ყურადღება მოიპოვა და ოცნება დედასთან ერთად გაიზიარა. ლინდამ ერთხელ აღნიშნა: „დიდი ნიჭი არ მქონდა, და არც განსაკუთრებით მინდოდა კინოვარსკვლავი გავმხდარიყავი. მაგრამ დედაჩემს ეს ყოველთვის სურდა, და ვფიქრობ რომ მან ეს ჩემი საშუალებით მიაღწია“. ერთ-ერთმა მასწავლებელმა ასევე თქვა: „იმის გარდა რომ ძალიან ტკბილი და მზრუნველი იყო, განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა, არც თეატრში იყო განსაკუთრებული, თუმცა დედამისი ყოველთვის მის უკან იდგა.“

განსხვავებით მისი ქმრისა, ლინდას დედას, პიარლს, სამეზობლოში აგრესიული ქალის სახელი ჰქონდა. ფინანსური პრობლემების მიუხედავად, დარნელი ირწმუნებოდა, რომ მას ბედნიერი ბავშვობა და მოსიყვარულე მშობლები ჰყავდა. 11 წლის ასაკიდან მოდელობდა, ხოლო 13 წლის ასაკიდან თეატრში თამაშობდა. დასაწყისში მოდელობდა ფულის გამომუშავებისთვის, ძირითადად მონაწილეობას იღებდა სილამაზის კონკურსებში.

სკოლის დატოვებამდე, სწავლობდა „Sunset High School“-ში. სადაც მან სწავლა 1937 წლის სექტემბერში დაიწყო. მას ბევრი საერთო არ ჰქონია თანატოლებთან, ამიტომ ძირითად დროს როგორც თინეიჯერი სახლში ატარებდა და დედის ხელმძღვანელობით მუშაობდა. 1936 წელს დაიწყო თეატრში მუშაობა, მონაწილეობა მიიღო პიესაში, „მკვლელობა კათედრალში“.

კარიერარედაქტირება

 
დარნელი 1949 წელს

მიუხედავად იმისა რომ მსახიობს თავიდან მსახიობობა მხოლოდ თეატრში სურდა, მან კონტრაქტი გააფორმა ამერიკული ფილმების სტუდიოსთან, „RKO Pictures“-თან. მოგვიანებით იგი დალასში დაბრუნდა. როდესაც, ამერიკულმა ფილმების სტუდიომ, „20th Century-Fox“-მა მას სამუშაო შესთავაზა, ლინდას კონტრაქტი ჰქონდა დადებული RKO Pictures-თან. ამის მიუხედავად, 15 წლის ასაკში ხელშეკრულება გააფორმა „20th Century-Fox“-თან და 1935 წლის 5 აპრილს საცხოვრებლად დამოუკიდებლად გადავიდა ჰოლივუდში, ერთ-ერთ პატარა ბინაში. 1939 წელს პირველად გამოჩნდა ეკრანზე, ფილმში, „სასტუმრო ქალებისთვის“. ამ როლის შესრულებისთვის გაზეთებმა მსახიობი შეაფასეს როგორც, ჰოლივუდის უახლესი ვარსკვლავი.

ფილმების კოლუმნისტმა, ლოუელა ფერსონსმა ლინდა დარნელზე თქვა: „ძალიან ახალგაზრდა, ძალიან მოუმწიფებელი და ძალიან გულუბრყვილო თავის იდეებში.“ იყო თავისი უფროსის, დერილ ზანუკის ერთგული. მისი ნამდვილი ასაკი 1939 წელს გამომჟღავნდა, და იგი გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქალ მსახიობს შორის, რომლებიც 16 წლამდე იყვნენ და ფილმებში წამყვანი ქალების როლი ეთამაშათ.

პირადი ცხოვრებარედაქტირება

1941 წელს დაამთავრა „University High School“. რთული სამუშაო გრაფიკის გამო, უნივერსიტეტიდან გამოსვლა მოუწია.

1940 წელს, ფილმის „Star Dust“-ის გადაღებების დროს, მოკლე დროის მანძილზე სასიყვარულო ურთიერთობაში იყო, ამერიკელ მსახიობთან, მიკი რონისთან. მისი პირველი სიყვარული იყო მექსიკელი ჯეიმი ჯორბა, რომელსაც მაშინ შეხვდა, როდესაც დარნელი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. ისინი მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეხვდნენ, მაგრამ ისინი დაშორდნენ, მაშინ როდესაც ჯეიმიმ განაცხადა, რომ მას არ შეეძლო დაქორწინება გოგონაზე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. 17 წლის ასაკში ურთიერთობაში იყო ალან გორდონთან, რომელზეც დაქორწინდა 1942 წლის 17 ივლისს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ მათი ქორწინება არ ყოფილა და ამბავი ყალბი იყო. 1942 წლამდე ურთიერთობაში იყო, ჯეიმს კაიზერთან, ედი ალბერტთან, ჯორჯ მონტგომერთან და ჯეკი კუპერთან.

გარდაიცვალა 1965 წლის 10 აპრილს.[3]

ლიტერატურარედაქტირება

  • Dye, David (1988). Child and Youth Actors: Filmography of Their Entire Careers, 1914–1985. Jefferson, NC: McFarland & Co.თარგი:ISBN missing

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Davis, Ronald L., Hollywood Beauty: Linda Darnell and the American Dream. ISBN 0-8061-3330-9
  2. Davis, Ronald L., Hollywood Beauty: Linda Darnell and the American Dream, p. 16. ISBN 0-8061-3330-9
  3. „Hostess tells plea to save Linda Darnell“. Chicago Tribune. April 22, 1965. p. 18. ციტირების თარიღი: December 27, 2014.