ლინგაიენის ყურე
ლინგაიენის ყურე ― დიდი ყურე ლუსონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია 56 კმ-ზე. ყურის სამხრეთით პანგასინანი, ხოლო აღმოსავლეთით ლა-უნიონი მდებარეობს. ყურეში მდინარეები: აგნო და ბალილი ჩაედინება.
ლინგაიენის ყურე | |
---|---|
ლინგაიენის ყურე სან-ფაბიანის სანაპიროზე. უკან ცენტრალური კორდილიერების მთები. | |
კოორდინატები | 16°17′ ჩ. გ. 120°12′ ა. გ. / 16.283° ჩ. გ. 120.200° ა. გ. |
ქვეყნები | ფილიპინები |
ტიპი | ყურე |
სიგრძე | 55 კმ |
სიგანე | 35 კმ |
ჩამდინარე მდინარეები | აგნო |
გეოგრაფია
რედაქტირებაყურეში ათეულობით კუნძული მდებარეობს, რომელთაგან ყველაზე მეტად ასი კუნძულის ეროვნული პარკია ცნობილი. ღირსშესანიშნაობა 123 კუნძულს მოიცავს, რომელთა დიდი ნაწილიც მცირე ზომისაა. უდიდესი კუნძულია კაბარუიანი, რომელიც ანდის მუნიციპალიტეტს შეადგენს. მეორე უდიდესი კუნძული სანტიაგოა.
ლაბრადორი და სან-ფაბიანი გრძელი ნაცრისფერი პლაჟებით ხასიათდება. ცნობილი პლაჟები მდებარეობს ბონუან-ტონდალიგანის, ბოლინაოსა და სან-ფერნანდოს ნაპირებზე. ქვიშიანი ფსკერის გამო ლინგაიენის ყურეში მუქი წყალია. წარსულში ყურეში მარჯნის რიფებიც იყო, თუმცა დინამიტებით თევზაობის გამო აღარაა შემორჩენილი. მარჯნის რიფების აღსადგენად სპეციალური ღონისძიებები ტარდება, განსაკუთრებით ასი კუნძულის ეროვნულ პარკში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lonely Planet: Philippines, Lonely Planet Publications Pty Ltd., 9th edition, June 2006, ISBN 1-74104-289-5