ლიმონის პროვინცია

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 21 სექტემბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ლიმონის პროვინცია (ესპ. Provincia de Limón) — პროვინცია კოსტა-რიკაში. მოიცავს 9 189 კმ²–ს,[1] მოსახლეობა 386 862 ადამიანს შეადგენს (2011 წ).[2]

პროვინცია
ლიმონის პროვინცია
Provincia de Limón
დროშა გერბი

ქვეყანა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა
ადმ. ცენტრი Limón
შიდა დაყოფა Limón Canton, Pococí Canton, Siquirres Canton, Talamanca Canton, Matina Canton და Guácimo Canton
კოორდინატები 10°01′48″ ჩ. გ. 83°13′12″ დ. გ. / 10.03000° ჩ. გ. 83.22000° დ. გ. / 10.03000; -83.22000
ფართობი 9 189 კმ²
მოსახლეობა 386 862 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 42 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC−6

პროვინციის უდიდესი ნაწილი მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპირო დაბლობში. სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი კორდილიერა-დე-ტალამანკის მთების ვრცელ ქედს უჭირავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, რომელთან საზღვარიც მდინარე სან-ხუანზე გაივლის, დასავლეთით — ერედიის, კარტაგოსა და პუნტარენასის პროვინციები, სამხრეთ-დასავლეთით — პანამა, მასთან საზღვარი მდინარე სიკსაოლაზე გაივლის. პროვინცია დაყოფილია ექვს კანტონად. დედაქალაქია პუერტო-ლიმონი.

ლიმონი კოსტა-რიკის კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი პროვინციაა, აქ სახლობს დიდი რაოდენობის აფრო-კარიბელი და ადგილობრივი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Instituto Geográfico Nacional (IGN), 2001.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2013-01-10.