ლიკურგე
ლიკურგე (ძვ. ბერძნ. Λυκοῦργος) — ლეგენდარული სპარტელი კანონმდებელი (ძვ. წ. IX-VIII სს). პლუტარქეს ცნობით, ლიკურგე იყო მცირეწლოვანი მეფის ბიძა და აღმრზდელი. ბერძნული ტრადიცია მას მიაწერს სპარტის საზოგადო და სახელმწიფო წყობილების თითქმის ყველა ინსტიტუტის შექმნას, რაც სინამდვილეში ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგი იყო. ლიკურგეს მიეწერება მიწების დანაწილება, უხუცესთა საბჭოს (გერუსია) შექმნა, სახალხო კრების აპელის დაწესება, ახალგაზრდობის მკაცრი აღრზდის მეთოდების შემუშავება და სხვა. სპარტაში არსებობდა ლიკურგეს, როგორც სინათლის ღვთაების განსაკუთრებული კულტი. ცხოვრების მკაცრი წესები, სიმდიდრისა და ფუფუნების საგნების უარყოფა, სპარტიატების თანასწორობის პრინციპი, საზოგადოებირივი ტრაპეზიების სავალდებულო ხასიათი (სისიტიები), ხელოვანთა გაძევება სპარტიდან და სხვა მრავალი მკაცრი მოთხოვნა მიეწერება ლიკურგეს სახელს. ამ წესების დაცვა სპარტიატებს მიაჩნდათ თავიანთი ძლიერების საფუძვლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 238.
- წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი: „განათლება“, 1966.