ლიკანის მონასტერი

ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია — შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსისამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში. შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები.[1]. არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე, VII-IX საუკუნის II საუკუნით ათარიღებენ. ტაძარმა ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.

ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. მოგვიანებით, XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს სამრეკლო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს, ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერი შემოძღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასავლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე. სამრეკლოს ზედა ნაწილი კი, კერძოდ, თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია.

სამრეკლოს შესასვლელის მარცხენა ბოძზე ქართული ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ სამრეკლო აუგიათ ბორჯომის ხეობის მფლობელ ავალიშვილთა წარმომადგენელს, ფეოდალ ქიშვარდ ავალიშვილსა და მის მეუღლე თამარს — ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის ასულს.

თავად ტაძრის აღსავლის კარზე ყოფილა კიდევ ერთი წარწერა (XVII საუკუნის I ნახევარი. დღეს დაკარგულია) იუწყებოდა რომ გივი ავალიშვილსა და მის მეუღლე სოფიო მეფის ასულს აღუდგენიათ აღსავლის კარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 45
  • აბულაძე ვ., ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო, თბ., 1983
  • ზაქარაია ზ., თბილისი. ბორჯომი. ვარძია, თბ. 1977
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი, თბ., 1957
  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბ., 1987