ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესია (ბერძ. Άγιος Γεώργιος) — შუა საუკუნეების ეკლესია ატიკაში. ის ეკუთვნის ათენის მეტროპოლიტენს. მდებარეობს ლიკაბეტოსის მთის ზედა ნაწილში. ტურისტების ილუსტრაციების (მაგალითად, 1672 წლის ლაბორადე) მიხედვით დგინდება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა ტაძარი. გარდა ამისა, ნაპოვნი იქნა ორი წარწერა, რომელთა მეშვეობით დგინდება მეტად საინეტერსო ფაქტი: თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა „ანასტასიუს ჩერკეოსისა და ორანდას სასაფლაოები“. როდესაც პირველი ტაძარი განადგურდა, იმავე საფუძველზე აიგო ახალი, ერთ კვარცხლბეგზე მდგომი სამეფო ტაძარი, რომელსაც წმინდა გიორგის ეკლესია ეწოდა. იატაკზე არის წარწერა, რომელიც გადმოგვცემს, რომ წმინდა გიორგის ეკლესია ათენის მეტროპოლიტენის მიერ აიგო 1782-1785 წლებში. მოგვიანებით ტაძარი ორ სამლოცველოდ, წინასწარმეტყველ ელიას და წმინდა კონსტანტინეს სახელობის, დაიყო.
ლუკაბიტოსის მთა წმინდა გიორგის ტაძრის სახელითაა ცნობილი. ტურისტებისთვის მეტად პოპულარული ადგილია, რადგან ტაძარი მთის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს.
გალერეა
რედაქტირება-
ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესიის სამრეკლო
-
წმინდა გიორგის ხატი
-
ეკლესიის შიდა ინტერიერი
-
ფრესკები
ლიტერატურა
რედაქტირება- Laborde, Athenes aux VX, VXI et XVII s. Paris 1845 τόμος 1 σελ. 78 και τομ 2 σελ. 23
- Λαμπάκης, Δελτ. Χριστ. Αρχαιολογικής Εταιρείας Β' 89-91
- Αναστάσιος Ορλάνδος (1933). Μεσαιωνικά μνημεία της πεδιάδος των Αθηνών και των κλιτυών Υμηττού – Πεντελικού, Πάρνηθος και Αιγάλεω, Τεύχος Γ'. Αθήναι: Τύποις «ΕΣΤΙΑ». ციტირების თარიღი: 12 Δεκεμβρίου 2010.