ათენის მეტროპოლიტენი
ათენის მეტროპოლიტენი — საბერძნეთის დედაქალაქის ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობა. ექსპლუატაციაში პირველად 1869 წელს შევიდა, ლონდონის მეტროპოლიტენზე ექვსი წლით ადრე, და მსოფლიოში რიგით მეორე მეტროპოლიტენი გახდა. თავდაპირველად წარმოადგენდა ცალლიანდაგიან მიწისზედა ტრასას, რომელზეც ორქთლმავალი დადიოდა. 1904 წელს ელექტროფიკაციისა და მეორე ლიანდაგის დამატების წყალობით, ათენის მეტრომ სრულფასოვანი მეტროპოლიტენის სახე შეიძინა.
2000 წლამდე მხოლოდ ერთი ხაზი იყო, მაგრამ, 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კიდევ ორი ხაზი - წითელი და ლურჯი დაამატეს, პირველ ხაზს კი კაპიტალური რემონტი ჩაუტარეს. აქედან გამომდინარე, ათენის მეტრო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოდერნიზებულ და კეთილმოწყობილ მეტროპოლიტენად არის მიჩნეული.
ისტორია
რედაქტირება1869 წელს 1 მიწისზედა ხაზმა დაიწყო მუშაობა ტისოდან პირეიმდე; იმხანად მოძრაობა ცალლიანდაგიან ტრასაზე ხდებოდა ორთქლმავლის საშუალებით, შუალედებში გაჩერებების გარეშე.
1889 (სხვა მონაცემებით 1895) წელს ექსპლუატაციაში შევიდა ტისო - ომონიას მიწისქვეშა ხაზი.
1904 წელს ათენის მეტროპოლიტენის ელექტრიფიკაცია მოხდა და სტანდარტული სქემით მესამე საკონტაქტო ლიანდაგის გამოყენებით ორლიანდაგიან სისტემაზე გადავიდა.
1957 წელს ხაზი 1 აშენდა თანამედროვე სიგრძემდე - 26 კმ - 23 სადგურით.
ხაზები
რედაქტირებაათენის მეტროს საერთო სიგრძე 52 კილომეტრია, სადგურების საერთო რაოდენობა — 48.
ხაზი | ფერი | მიმართულება | გახსნა | სიგრძე | სადგურები |
---|---|---|---|---|---|
1 | მწვანე | პირეი ↔ კიფისია | 1904 | 25,7 კმ | 24 |
2 | წითელი | აგ. ანტონიუსი↔ აგ. დიმიტრიუსი ა. პანაგოლიუსი | 2000 | 11,6 კმ | 14 |
3 | ლურჯი | ეიღალეო ↔ დოუკისის პლაკენტიასი (- აეროპორტი) | 2000 | 35 კმ | 20 |
გალერეა
რედაქტირება-
ათენის მეტროს ლიანდაგები
-
ლიფტი ერთ-ერთ სადგურზე