ლიდინგე (შვედ. Lidingö) — ქალაქი შვედეთში, სტოკჰოლმის ლენში. ლიდინგეს კომუნის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 31 561 ადამიანს შეადგენს.[1]

ქალაქი
ლიდინგე
შვედ. Lidingö
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 59°21′00″ ჩ. გ. 18°08′00″ ა. გ. / 59.35000° ჩ. გ. 18.13333° ა. გ. / 59.35000; 18.13333
ფართობი 12,51 კმ²
მოსახლეობა 31 561 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 524 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
ლიდინგე — შვედეთი
ლიდინგე

მდებარეობს სტოკჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით და შედის მის მეტროპოლიურ არეალში. ეკონომიკის ძირითადი დარგია მომსახურების სფერო.

კუნძული ლიდინგე, რომელზეც ქალაქია გაშენებული 1774 წლამდე ბანერების ოჯახს ეკუთვნოდა. XIX საუკუნის დასაწყისში აიგო ხიდები, რომლებიც კუნძულს მატერიკთან აკავშირებდა. ამავე საუკუნის შუა ხანებში სტოკჰოლმის მოსახლეობამ თავისუფალი დროის სულ უფრო მეტი წლის გატარება დაიწყო ამ კუნძულზე, რასაც რამდენიმე დეკადაში ვილების თანდათანობით მშენებლობა მოჰყვა. 1910 წელს ლიდინგომ ურბანული დასახლების სტატუსი მიიღო, ამ დროისთვის მისი მოსახლეობა 4 500 ადამიანს ითვლიდა, 1926 წელს კი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ლიდინგეს ყველაზე ცნობილი მკვიდრნი არიან ჯგუფ ABBA-ს წევრები — ბიორნ ულვეუსი და აგნეტა ფელტსკუგი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.