აგნეტა ფელტსკუგი
აგნეტა ფელტსკუგი (შვედ. Agnetha Åse Fältskog; დ. 5 აპრილი, 1950, იენჩეპინგი, შვედეთი) – შვედი მომღერალი, სიმღერების ავტორი, შვედური ჯგუფ ABBA-ს ყოფილი სოლისტი.
აგნეტა ფელტსკუგი | |
---|---|
აგნეტა 2013 წელს. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | აგნეტა ოსე ფელტსკუგი |
დაბ. თარიღი | 5 აპრილი, 1950 |
დაბ. ადგილი | იენჩეპინგი[1] |
წარმოშობა | იენჩეპინგი, შვედეთი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1967–1988, 2004–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ხელმოწერა | |
საიტი | agnetha.com |
აგნეტა ფელტსკუგი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებააგნეტა პირველი შვილი იყო ინგვერ ფელტსკუგისთვის, მისი და, მონა ფელტსკუგი 1955 წელს დაიბადა. მანამ, სანამ ჯგუფ ABBA-ს შეუერთდებოდა, იგი საკმაოდ პოპულარული მომღერალი იყო შვედეთში. მისი სიმღერები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და ალბომებიც კარგად იყიდებოდა. როგორც თვითონ ამბობდა ინტერვიუებში, მისი სიმღერები ძალიან რომანტიკული იყო, მელოდია კი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.
1958 წელს, რვა წლის ასაკში აგნეტამ პიანინოს გაკვეთილებზე დაიწყო სიარული.
1966 წელს, 16 წლის აგნეტა ჯგუფ „Bernt Enghardt's Orchestra“-ს სოლისტი გახდა. 1967 წელს მან დაწერა სიმღერა „Jag var så kär“ (I Was So in Love), რომელიც ნომერ პირველ ჰიტად იქცა შვედეთში. შემდეგ მას მოყვა სხვა ალმომები და ჰიტები, რომელთა უმეტეს ნაწილსაც თავად აგნეტა წერდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა შვედეთში.
1972 წელს აგნეტამ ითამაშა მარიამ მაგდალინელის როლი, შვედურ მიუზიკლში „Jesus Christ Superstar“.
პირველი ქორწინება
რედაქტირება1971 წლის, 6 ივლისს მან იქორწინა ბიორნ ულვეუსზე. ამ ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავს, ლინდა ელინ ულვიუსი და პეტერ კრისტენ ულვიუსი.
წყვილი დაშორდა 1978 წელს და აგნეტა სახლიდან შობის ღამეს 1978 წლის 25 დეკემბერს წავიდა. აგნეტა და ბიორნი შეთანხმდნენ, რომ მათ პირად უთანხმოებას ჯგუფისთვის ხელი არ უნდა შეეშალა.
ABBA
რედაქტირება1975 წელს, მას შემდეგ რაც აგნეტა ჯგუფ ABBA-ს შეუერთდა, მან გამოუშვა ახალი ალბომი შვედურ ენაზე "Elva kvinnor i ett hus" (Eleven Women in A House).
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ABBA უკვე ძალიან პოპილარული იყო შვედეთში და მთელ მსოფლიოში აგნეტას სიმღერები მაინც მოწინავე პოზიციებზე იყო სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აგნეტა ფელტსკუგი ყველაზე წარმატებული მომღერალი იყო ABBA-ს წევრებიდან.
სოლო კარიერა ABBA-ს შემდეგ
რედაქტირება1980 წლისთვის აგნეტამ გამოუშვა სამი ინგლისურ ენოვანი სოლო ალბომი, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს ევროპაში.
1982 წელს მან ჩაწერა დუეტი შვედ მომღერალ ტომას ლედინთან, სიმღერას ერქვა "Never Again" და იგი ხუთ საუკეთესო სიმღერათა სიაში შევიდა შვედეთში, ნორვეგიაში, ბელგიაში და სამხრეთ აფრიკაში.
მეორე ქორწინება
რედაქტირება1990 წლის, დეკემბერში აგნეტამ მეორედ იქორწინა ტომას სონენფელდზე.
დისკოგრაფია
რედაქტირება- შვედურ-ენოვანი ალბომები
- Agnetha Fältskog (1968)
- Agnetha Fältskog Vol. 2 (1969)
- Som jag är (1970)
- När en vacker tanke blir en sång (1971)
- Elva kvinnor i ett hus (1975)
- Nu tändas tusen juleljus (1981)
- Kom följ med i vår karusell (1987)
- ინგლისურ-ენოვანი ალბომები
- Wrap Your Arms Around Me (1983)
- Eyes of a Woman (1985)
- I Stand Alone (1987)
- My Colouring Book (2004)
- A (2013)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119519046 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.