ლიდია ნატროშვილი
ლიდია ანტონის ასული ნატროშვილი (დ. 24 სექტემბერი, 1878 — გ. 1979) — ქართველი პედაგოგი. დაამთავრა თბილისის ქალთა I გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა მასწავლებლის ხარისხი. 1898 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სასწავლებლის საისტორიო-ლიტერატურულ ფაკულტეტზე. 1903 წელს დაამთავრა სასწავლებელი და დაბრუნდა თბილისში. 1905–1906 წლებში ლიდია ნატროშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ ქალაქ განჯის ქალთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალაქ ალექსანდროპოლში. 1910 წელს ლიდია თბილისში დაბრუნდა. 1924 წლიდან მოღვაწეობდა სოფელ ბოდბეში, ახლად დაარსებულ პედაგოგიურ ტექნიკუმში. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, ლიდია ნატროშვილი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან რუსულ ენაზე თარგმნა აკაკი წერეთლის მოთხრობები „ბაში-აჩუკი“, „ჩემი თავგადასავალი“, ვაჟა-ფშაველას, ვასილ ბარნოვის, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები.
ლიდია ნატროშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 სექტემბერი, 1878 |
გარდაცვალების თარიღი | 1979 |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | პედაგოგი, მთარგმნელი |
მშობლები | მამა: ანტონ ნატროშვილი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ალიბეგაშვილი დ., ლიტერატურის მატიანე, გვ. 185, თბ., 1986