ლიბიის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი
ლიბიის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი (არაბ. الجامعة الليبية الدولية للعلوم الطبية) — კერძო უნივერსიტეტი ლიბიაში, ქალაქ ბენღაზიში. წარმოადგენს ლიბიის პირველ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტს. დაფუძნდა 2007 წლის 15 ოქტომბერს. 2010 წლისათვის ჰყავდა 540-მდე სტუდენტი. აქვს შემდეგი ფაკულტეტები:
- ფუნდამენტური სამედიცინო დარგების ფაკულტეტი
- სამედიცინო ფაკულტეტი
- სტომატოლოგიის ფაკულტეტი
- ფარმაციის ფაკულტეტი
- სამედიცინო საინფორმაციო ტექნოლოგიის ფაკულტეტი
- საექთნო საქმის ფაკულტეტი
ლიბიის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Best investment for a brighter future[1] |
დაფუძნდა | 2007 |
ტიპი | კერძო უნივერსიტეტი |
ქალაქი | ბენღაზი |
ქვეყანა | ლიბია |
http://www.limu.edu.ly/ და http://www.limu.edu.ly/ar |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლიბიის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი დაარქივებული 2012-12-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)