ლიანა ხარატიშვილი
ქართველი ინჟინერი და მეცნიერი
ლიანა ხარატიშვილი (დ. 25 მარტი, 1938, კასპი) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-საზომი კათედრის დოცენტი.
ლიანა ხარატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1938 კასპი, შიდა ქართლი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
საქმიანობა | ინჟინერი, მეცნიერი |
წოდება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-საზომი კათედრის დოცენტი |
1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
მუშაობდა ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნიერო ინსტიტუტის რადიოტექნიკის კათედრაზე, იყო დიმიტრი მენდელეევის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი.
1970 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა – „ავტომატიკის საშუალებების ფერომაგნიტური ელემენტების დინამიკური მახასიათებლების განსაზღვრის სტრობოსკოპული მეთოდის გამოკვლევა“.